კატეგორია: პოლიტიკა

გავრილოვი ქუცნაშვილს – “მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის!”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან საკუთარი მიმართვა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მან პერსონალური მადლობა გადაუხადა ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ დღევანდელი სხდომა ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობას. „ნება მიბოძეთ დღევანდელი კონფერენცია მადლობით დავიწყო. მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს, საქართველოს პარლამენტს და კომიტეტის თავმჯდომარეს  ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის. […]

რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ – სხდომას გავრილოვი წაიყვანს – ვიდეო

რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია რამდენიმე წუთში გაიხსნება. სხდომას სერგეი გავრილოვი წაიყვანს. ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნის მტრების მონაწილეობით საქართველოში ასამბლეის ჩატარება სამარცხვინოა. რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქციაც. რუსთავი 2

ზურაბიშვილის რეზიდენციასთან უფასო კარტოფილი დაარიგეს – “კარტოფილით მოსულს კარტოფილით გავუშვებთ”

უფასო კარტოფილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან – მოძრაობა „ერთად სახლში -საქართველოს“ წევრებმა სიმბოლურად კარტოფილი დაარიგეს იმ სასახლის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება. ამ ფორმით მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე კარტოფილით ამომრჩევლის მოსყიდვა გააპროტესტეს. „ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგეს და არ იყოს საქართველოს პრეზიდენტი,“ – განაცხადა მოძრაობის წევრმა, ანა ჯოჯუამ. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კარტოფილით მოსულ პრეზიდენტს, ისევ […]

როგორ შეიძლება იქცეს 31%-იანი მხარდაჭერა 60%-ად?

მმართველი გუნდის გარდა, პრაქტიკულად სრული პოლიტიკური სპექტრი ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკვე 2020 წლის არჩევნებისთვისვე, თუმცა ჯერჯერობით ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მთავარი მოტივაცია კი ის არის, რომ ის უსამართლო სისტემაა. მაგალითად, თუ რომელიმე პარტია, რომელიც არჩევნების დროს რეიტინგით აღემატება სხვა პარტიებს, პროპორციული წესით 31%-ს მოაგროვებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული ძალა 29%-ს […]

ლევან ვასაძე – “ყველაზე ჭკვიანი ნაცი აღმოჩნდა ნიკა მელია… გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, პრაიდი არ უნდა ჩატარდეს”

ბიზნესმენი ლევან ვასაძე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ “თბილისი პრაიდის” ღონისძიების ჩატარების შესახებ გამოთქმული მოსაზრების ჭკვიანურს უწოდებს: “რაც შეეხება პროცესებს,რომლებიც წასულია, ე.წ. ლიბერალ ფაშისტ-მარქსისტების ბანაკში არის ძალიან სასაცილო წასული არის რღვევა, ყველაზე ჭკვიანი ნაცი აღმოჩნდა მელია, როგორც ველოდებოდით, გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ თბილისი პრაიდი არ უნდა ჩატარდეს”- თქვა ვასაძემ.”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, […]

მარგველაშვილი: ვასაძესთან 10 წლიდან ვმეგობრობ, არასდროს არავინ დაუჩაგრავს, მისი დემონიზაციის მცდელობაა

“როცა საუბარია ლევანზე (ვასაძე), 10 წლიდან ერთად ვართ და დავინახე ლევანის დემონიზაციის მცდელობა და მისგან რაღაცა კატასტროფული იმის გაკეთების. ვიმეორებ, 40 წელია ერთად ვართ. ახლა აღარ გვაქვს ისეთი მეგობრული ურთიერთობა. ლევანს ცხოვრებაში არავინ არ დაუჩაგრავს და არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია. ხედავთ, რომ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის ლგბტქ თემის დარდი გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ ისიც […]

“სერგეენკო იმიტომ მოხსნეს, რომ “ოცნება” წარმატებულ ხალხს ებრძვის”

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებაზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენ რას უკავშირებთ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენებას? ამბობენ, რომ შიდა ინტრიგებს ვერ გაუძლო. – დავით სერგეენკოს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ის არის ყველაზე წარმატებული მინისტრი და ამ დროს მისი მოხსნა უბრალოდ აუხსნელია. მე აქ […]

ბექა ნაცვლიშვილი – “არჩევნებზე ხმის მიცემა სავალდებულო უნდა გახდეს”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ბექა, საარჩევნო თემა პოლიტიკურად მგრძნობიარეო, ამბობს ირაკლი კობახიძე. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელშესახებ ცვლილებებს ელოდებით? – საუბარია არა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არამედ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე. თან, მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება უძღვოდა. თუ პომპეო გვეტყვის, გავაკეთებთ, […]

უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა. ელჩის განცხადებით, ის არ ესწრება გავრილოვის სიტყვით მიმართვას. “მე მხოლოდ უკრაინის ორთოდოქსული ეკლესიის სურვილზე გავაკეთებ კომენტარს. ყველა უკრაინელს სურს საკუთარი ეკლესია და რაც ვიცით და რაც მივიღეთ, ეს არის მკაცრი წინააღმდეგობა მოსკოვის მხრიდან“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა. კითხვაზე, […]

„რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ხ..ლო“ – ავლაბრის სასახლესთან რუსი დეპუტატი გავრილოვი სირცხვილის დერეფანში გაატარეს

„რუსეთი ოკუპანტია“ „პუტინი ხ..ლო“ – ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან ხმაურია. მოქალაქეები საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ. მათ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. შეკრებილები რუს დეპუტატებს შეძახილებითა და ტრანსპარანტებით დახვდნენ. ესკორტი, სადაც დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ზის, სასახლის ეზოს შესასვლელთან შეაფერხეს. მას პუტინის მონა და ოკუპანტი უწოდეს. პუტინის თანამოაზრე და ოკუპაციის თანამონაწილე რუსი დეპუტატები, საქართველოში განსაკუთრებული პატივით მიიღეს. სერგეი გავრილოვს, რომელიც […]