კატეგორია: პოლიტიკა

„კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“ – დავით ჭიჭინაძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. „ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, მით უმეტეს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებიდანაც მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ისევ მხოლოდ ივანიშვილი იღებს. კობახიძე და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ კი, მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების […]

“კატეგორიულად მიუღებელია ის ყველაფერი რაც ხდებოდა” – კალაძე ოკუპანტი დეპუტატების პარლამენტში გამოსვლაზე

თბილისის მერი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ის მოვლენები რაც პარლამენტში განვითარდა მისტვის კატეგორიულად მიუღებელია: „ის რაც ხდება პარლამენტში, მე როგორც დედაქალაქის მერი, როგორც რიგითი მოქალაქე პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის რაც ხდება პარლამენტში და გეტყვით ჩემს აზრს, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შეწყდეს და კატეგორიულად მიუღებელია ის ყველაფერი რაც […]

დაძაბულობა პარლამენტთან – ოპოზიციის წევრებს შენობაში არ უშვებენ, სალომე სამადაშვილი შეუძლოდ გახდა

პარლამენტის წინ დაძაბულობაა. პარლამენტში ოპოზიცონერ დეპუტატებს არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ საშვები აქვთ. დაძაბულობისა და საშვთა განყოფილებასთან შექმნილი ჭყლეტვისას ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი შეუძლოდ გახდა.

რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში – ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდოამრე დაუშვებლად მიიჩნევს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ პარლამენტში სხდომის წაყვანას. მისი თქმით სწორედ მისი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა: „სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო […]

“კობახიძევ, შენ ვეღარ გადაადგილდები პარლამენტის შენობაში როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შენ უნდა დატოვო თანამდებობა” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს მოღალატეობრივ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ დეკლარირებული მტერი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. ნიკა მელიას თქმით აუციელებელია რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვოს: „ვინმეს სჯერა, რომ ეს იყო შემთხვევითი? ეს ბატონი ამ სახელმწიფოს მოძულე და მტერი არ უნდა შემოეშვათ, ამის სრული უფლება ქონდა სახელმწიფოს. ქუცნაშვილი გულზე მჯიღის […]

მამუკა მდინარაძე – “პარლამენტში ასამბლეის სხდომა აღარ გაგრძელდება”

მამუკა მდინარაძე რუსი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში აღმოჩენას თვითნებობას ან შეცდომას უკავშირებს. მისი თქმით, „უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია ეს ფაქტი: „უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, რომ გავრილოვი ზის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას და როგორ მოხდა რომ გავრილოვი იყო სხდომის წამყვანი ამაში გავერკვევით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად […]

აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი გადაასხა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა. „ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად იდგა, როდესაც რუსმა დეპუტატმა ადგილიდან გარკვეული რეპლიკა ისროლა. ამას ბობოხიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მან რუს დეპუტატს პასუხი დაუბრუნა და წყალი გადაასხა. პარლამენტის სასესიო დარბაზში გამორთული მიკროფონების გამო, უცნობია რა განცხადებები გააკეთეს ერთმანეთის მისამართით აკაკი ბობოხიძემ და რუსმა […]

ადა მარშანია გავრილოვს იცავს და მისთვის სკამის გათავისუფლებას ცდილობს

დაპირისპირება პარლამენტში – ადა მარშანია ცდილობს, სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამი გაათავისუფლოს. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ალყაში აქვთ მოქცეული. ადა მარშანია ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით ჩამოყვანას ცდილობს, რათა ადგილი გავრილოვს გააუთავისუფლოს. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ოპოზიციას სამარცხვინო უწოდა.

სალომე ზურაბიშვილი რუსეთის წინააღმდეგ – “აქ მართლმადიდებლური არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია”

თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას საქართველოს პრეზიდენტი სკანდალური განცხადებიტ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით ოკუპანტთან არანაირი მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს: „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. […]

გიორგი კანდელაკმა ის სავარძელი დაიკავა, რომელშიც რუსი გავრილოვი იჯდა – “რუს დეპუტატებს აღარ შემოვუშვებთ”

“ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტის სასესიო დარბაზში დემარშით შევიდნენ. ისინი სხდომათა დარბაზში სერგეი გავრილოვის და სხვა რუსი დეპუტატების შეშვებას აპროტესტებენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი იჯდა და სხდომა მიჰყავდა. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ და გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების უფლებას აღარ […]