გავრილოვი ქუცნაშვილს – “მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის!”

გავრილოვი ქუცნაშვილს - "მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის!"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან საკუთარი მიმართვა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მან პერსონალური მადლობა გადაუხადა ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ დღევანდელი სხდომა ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობას.

„ნება მიბოძეთ დღევანდელი კონფერენცია მადლობით დავიწყო. მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს, საქართველოს პარლამენტს და კომიტეტის თავმჯდომარეს  ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი სხდომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობას,“ – განაცხადა გავრილოვმა.

მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე ისაუბრა კიდევ ერთმა დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ. მისი თქმით, საქართველო და რუსეთი გამოწვევებს ერთად უნდა გაუმკლავდეს.

“მართლმადიდებულურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეას დიდი ავტორიტეტი აქვს, ის გლობალური საკითხების მოგვარებაზეა ორიენტირებული, ამიტომაც ყველა ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია. გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი – უსაფრთხო სამყარო,” – აცხადებს ალექსეი ჩეპა.

რუსთავი 2