კატეგორია: პოლიტიკა

ვასაძის მომხრეები პრაიდის ოფისის დალუქვას მოითხოვენ – პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს

თბილისში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე, იქ სადაც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისი მდებარეობს, პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.  უსაფრთხოების ზონების განსაკუთრებული დაცვა და ადგილზე პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილზე ლევან ვასაძის მხარდამჭერები და თანამოაზრეები მივიდნენ. შეკრებილები ოფისში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველებს კორდონი […]

ვასაძის მხარდამჭერები თბილისი პრაიდის ოფისს მიადგნენ

სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება ჭავჭავაძის გამზირზე. ადგილზე ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა აქცია დააანონსეს. ისინი გეგმავენ, სასულიერო პირებთან ერთად, ალყაში მოაქციონ თბილისი პრაიდის ოფისი. ვასაძის მხარდამჭერები ოფისისკენ მიემართებიან. როგორც ცნობილია, ორგანიზატორების ოფისში არ იმყოფებიან. მათ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შენობა დატოვეს. რუსთავი 2

“მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანს” – ლევან ვასაძე

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ უკანონო დაჯგუფებების შექმნის ინიციატორმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა: „არასოდეს არ შემშინებია მე ჩემი სამშობლოსთვის არანაირი დაპატიმრების, არაფრის, იმეების არ შეგვეშინდა, იმ უსუფაშვილების და ნაკომუნისტართუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ, რა. იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერია, მაგალითად, არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა. ერთადერთი […]

ნინო ლომჯარია – “ლევან ვასაძეს პოლიციამ უნდა მიხედოს, მის არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”

ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ტიპის ადამიანებთან და დაჯგუფებებთან ურთიერთობა ნამდვილად არის სამართალდამცველი უწყებების კომპეტენცია, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან დაკავშირებით. „რამდენიმე დღის წინ სწორედ მისგან მოვისმინეთ სახელმწიფო წესრიგის და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც წარმოადგენენ გამოძიების დაწყების საფუძველს. ჩემი რჩევა იქნება, ამ […]

ლევან ვასაძე – “არ ვიცი, კანცელარიას მოადგება ხალხი, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სახლს, მე ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას”

„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდი“ არ იქნება, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის გაკეთებული საჩუქარია. ამავე დროს, ვასაძე ემიჯნება ყველა ისეთ მხარდაჭერს, ვინც მისი თქმით, „კომბალს სხვენში არ დადებს“. „მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, […]

“თბილისი პრაიდი” მაინც ჩატარდება

“თბილისი პრაიდი” ჩატარდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებები არ გაუქმდება. ამასთან დაკავშირებით “თბილისი პრაიდი” უახლოეს პერიოდში განცხადებასაც გაავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია, ღონისძიებების გამართვის ზუსტი ლოკაცია. გაიმართებოდა თუ არა “თბილისი პრაიდი”, ორგანიზატორებს დღეს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება. დაანონსებულია „ღირსების მარშიც“, რომელიც მთავარ პრობლემად […]

ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიციელებს მიმართა – ”დაიცავით სახელმწიფოს ინტერესები”

ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მიერ დაჯგუფების შექმნას და ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლებს, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. განცხადება ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და პროცესებს მართული უწოდა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ვითარების დაძაბვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას უკავშირდება. „ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი სუსტია […]

ლევან ვასაძე – “ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება… საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი”

ლევან ვასაძე ვერის პარკში მხარდამჭერებს შეხვდა. მისი თქმით აქვს ინფორმაცია მისი ფიზიკური განდადურება იგეგმება: „მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, თუმცა საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. შს სამინისტროში მიმდინარეობს დაკითხვა ადამიანების, თუმცა ცოტა ნაწყენი ვარ რომ მე არ დამიბარეს დაკითხვაზე, მე არ ვთქვი ის რაც ვთქვი? ამ ამბებზე მერე მოვყვები და […]

პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა – დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. განცხადება ცოტა ხნის წინ მთავრობის მეთაურმა გააკეთა. პრემიერმა დავით სერგეენკოს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში საჭიროა ახალი რეფორმები, რომლის გატარებაც იგეგმება. რაც შეეხება ეკა ტიკარაძეს ის საჩხერის კლინიკის დირექტორია. 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა. სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს […]

თინა ბოკუჩავა – „ივანიშვილი მინისტრად პირად სტომატოლოგს ნიშნავს“

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ქვეყანას უყურებს, არა როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს და ამ პრინციპით ახორციელებს საკანდრო ცვლილებებსაც. აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსალოდნელ გადაყენებაზე და მისი ეკა ტიკარაძით ჩანაცვლებაზე გააკეთა, რომელიც სერგეენკოს მსგავსად მინისტრის პოსტზე საჩხერის კლინიკის დირექტორობიდან მოდის. ბოკუჩავას თქმით სერგეენკოს შესახებ არსებობს კორუფციულ სქემებში […]