კატეგორია: პოლიტიკა

დიმიტრი მედოევი თბილისს ქისტების გენოციდში სდებს ბრალს

საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა რუსი ოკუპანტების საყმოს ცხინვალში სალაპარაკო გაუჩინა. პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოსური დიპლომატიის მამამ – დიმიტრი მედოევმა ისტერიკები მოაწყო. მან საქართველოს ხელისუფლება ლამის ქისტების გენოციდში დაადანაშაულა და 21 აპრილს განვითარებული მოვლენები გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს შეადარა. მისი თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლება ნაციონალისტური განწყობისაა და ისინი ასეთი ლოზუნგით მოქმედებენ – საქართველო […]

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა ალმას ჯაპუასაც მოუნდა – “აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი გაველურებულია”

ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალურად წარდგენა 22 მაისიდან დაიწყება, თუმცა პრეტენდენტების დასახელება გრძელდება. საზოგადოებრივმა გაერთიანებამ “საერთო საქმე” თავის რჩეულად საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დეპუტატი ალმას ჯაპუა გამოაცხადა. ალმას ჯაპუას, ისევე, როგორც ასტამურ თარბას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფები აყენებენ. “ახალი თაობა” წერდა, რომ დეფაქტო არჩევნებში ასევე მოსალოდნელია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი ლიდერის, რაულ ხაჯიმბასა და აქტიური ოპოზიციონერი დეპუტატის, ასლან ბჟანიას […]

უშედეგო კამათი გაეროში დონბასში რუსული პასპორტების დარიგების შესახებ

უკრაინის ინიციატივით მოწვეულმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელიც დონბასის რეგიონში რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით დარიგების საკითხს ეხებოდა, მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებით მკვეთრად ერთმანეთს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. უკრაინის წარმომადგენელმა ვლადიმერ ელჩენკომ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას “მცოცავი ანექსია” და “დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა. კრემლის ემისარმა ვასილი ნებეზნიამ ამაზე უკრაინის წარმომადგენელს უპასუხა, რომ […]

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების შესაძლო დაწესების კანონპროექტს ოპოზიცია აფასებს

აშშ-ის კონგრესში “რესპუბლიკელი” მარკვეინ მალინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაცსაქართველოს მთავრობას სანქციები დაუწესდება, თუ დადგინდა, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურენ. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა ამ აქტს საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც […]

არასამთავრობოებსა და ოპოზიციას აშშ-ის კონგრესი შეცდომაში შეყავთ – მდინარაძე საქართველოს მთავრობისთვის სანქციების შესაძლო დაკისრებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე კონგრესმენების მოსაზრებას, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი არ არის, არ იზიარებს. მისი აზრით, საერთაშორისო პარტნიორები არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან არასწორ ინფორმაციას იღებენ, რომელთაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შეცდომაში შეჰყავთ. „საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი […]

აშშ-მ საქართველოს მთავრობას შესაძლოა სანქციები დაუწესოს – კანონპროექტი კონგრესში შევიდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, მეორედ შევიდა. ავტორი “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარკვეინ მალინია. კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი შეერთებულ შტატებში […]

სოსო ცისკარიშვილი – “თავისუფლება ბიძინას! – “ქართულ ოცნება” ხელოვნურ სუნთქვაზეა”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს. – ბატონო სოსო, რას ფიქრობთ შექმნილ ვითარებაზე? – კარგს არაფერს ვფიქრობ. ახლო მომავალში წარმოუდგენელიც კია რაიმე სახის სიმშვიდე. ყველაფერი მიუღებელი, რაც ბლომად არის დღევანდელ საქართველოში, იწყებოდა მაშინ, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ მეოცნებენი ავირჩიეთ წამყვან პოლიტიკურ ძალად. გამოხდა ჟამი და მივხვდით, რომ მოგვატყუეს. დღეს რეალობა გვკარნახობს, რომ ქართული ოცნება გადაიქცა […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “ოცნებამ” გახარიას და თურნავას ხელით პანკისში გასვლითი 7 ნოემბერი მოაწყო”

რას გადაურჩა საქართველო, ვინ არის ქვეყნის მტერი, რატომ ხდება საზღვრისპირა რეგიონების დაცლა, რა გეგმა აქვს ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ეკოლოგი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. – კახა კალაძემ განაცხადა, ვინც ჰესებს ეწინააღმდეგება, იგი ქვეყნისა მტერია,. რადგან ამით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიანო. უხერხული არ არის, ამას ის კაცი რომ ამბობს, რომელმაც გაზპრომთან საიდუმლო […]

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება გართულებები და შევძლებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას

დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება გართულებები და შევძლებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, რა მექანიზმების გამოყენებას აპირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ არ მოხდეს უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ შესაძლოა, საქართველოს საზღვარზე გარკვეული ზომები მიიღონ იქამდე, სანამ მოქალაქეები უცხო ქვეყნის საზღვარს […]

“ზელენსკისთვის სააკაშვილის მიწვევა მომგებიანი იქნება”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. როგორ აფასებთ იქ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. რა მოხდა უკრაინაში, რა თქვა უკრაინელმა ხალხმა ამ არჩევანით? – უკრაინაში მოხდა ის, რომ პოროშენკომ იმდენად გაუცრუა ხალხს იმედი, რომ ხალხი მზად იყო, ნებისმიერი სხვა კანდიდატისთვის ხმა მიეცა და ზელენსკის, რომელსაც ჰქონდა ცნობადობა, […]