„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე კონგრესმენების მოსაზრებას, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი არ არის, არ იზიარებს. მისი აზრით, საერთაშორისო პარტნიორები არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან არასწორ ინფორმაციას იღებენ, რომელთაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შეცდომაში შეჰყავთ.
„საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩასწორება მოხდა და ეს უხერხულობა მე მგონია, რომ უნდა აიცილონ ხოლმე ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში და რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ პარტნიორებს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები, არ არის ისეთი მდგომარეობა და არ არის რეალობა ისეთი, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციებზე დაიწყონ ლაპარაკი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

