კატეგორია: პოლიტიკა

თეა წულუკიანი – ”უვიზო რეჟიმს ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა”

იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონმორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად. მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით. „დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო […]

“ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდა”

რა შემთხვევაში აქვს გადარჩენის შანსი “ქართულ ოცნებას”, ვის და რატომ აწყობს ძალოვანების დემორალიზება, რამდენ დაჯგუფებად დაიყო მმართველი პარტია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი ლიმიტი ამოწურა, ძალიანაც რომ მოინდომონ, უკვე ვერაფერს შეცვლიან. გასულ კვირას განვითარებული მოვლენებიც ამაზე მეტყველებს. ის, რაც პანკისში მოხდა, ერთ ადგილზე […]

რამაზ საყვარელიძე – “რეალური მესამე ძალა “ოცნებასაც” მოუგებს და ნაციონალებსაც”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, უკრაინაში საკმაოდ მაღალი პროცენტით გაიმარჯვა კომიკოსმა ზელენსკიმ. ცოტა ხნის წინ ასეთივე არასისტემური პოლიტიკიდან მოსულმა პაშინიანმა სომხეთში. რატომ ამბობს უარს ამომრჩეველი ტრადიციულ პოლიტიკოსზე? – ამის მაგალითები არის ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ტრამპი რომელი სისტემური პოლიტიკოსია?! ტრამპის გამარჯვებას თავის დროზე ელოდა ვინმე?! ამომრჩეველი […]

ნათელაშვილი პატრიარქს – არ გინდათ ივანიშვილის ვერცხლი, არ მიიკაროთ ეშმაკი

“ეს იყო დღე ბზობის, როდესაც ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში.ივანიშვილი კი სპეცრაზმით შევიდა პანკისში. რათ გვინდა ამის მოხატული ფრესკები. რათ გვინდა ამის გადარჩენილი ფრესკები. ივანიშვილის სახით ქვეყანას სატანა შემოესია. საყდრისი ააფეთქა კაცმა. საყდრისის ადგილას რა უნდა ააშენოს? მივმართავ საპატრიარქოს, უწმინდესს მუხმოდრეკილი  – არ მიიკაროთ ეშმაკი, არ გინდათ ამის ვერცხლი. არ მოახატინოთ ივანიშვილს არაფერი, არ დაუჭიროთ მხარი, […]

„ჯერ არ მომხდარა, რომ მსგავსი შემთხვევებისასა ადამიანისთვის არ მიესაჯოთ წინასაწარი პატიმრობა“ – გოცირიძე ჯიბღაშვილის საქმეზე

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ორი დღის წინ სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე ჯიბღაშვილს გირაოს სახით 10 ათას ლარი შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც პირის მიმართ განსხვავებული მიდგომაა გამოყენებული, ეს იმას ნიშნავს რომ მას მფარველი ჰყავს: „ამ შემთხვევაში არის ძალიან სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, […]

სანდრა რულოვსი – “ჩემს შტაბში აზრთა სხვადასხვაობაა”

დაპირისპირება არ არის, ჩვენ ყველა ვიბრძვით გამარჯვებისთვის, – ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, ზუგდიდის შტაბში დაპირისპირებას აქვს ადგილი. სანდა რულოვსის თქმით, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა აღნიშნული ბუნებრივი პროცესია. „რა თქმა უნდა ხანდახან არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ბუნებრივია. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა ადამიანს ყავს თავისი […]

მთავრობა გადასადგომად ემზადება – ვინ მოხვდება გახარიას სიაში

მმართველ პარტიაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან – “ქართული ოცნების” კულუარებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მამუკა ბახტაძე და, შესაბამისად, მთავრობაც გადადგება. სამთავრობო ცვლილებები ამათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ პანკისურმა გაუგებრობამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გაგრძელება მოჰყვება პანკისობა 2019-ს, რომელიც “ქართულ ოცნებას” და საქართველოსაც შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. ხმები მამუკა […]

“სხვადასხვა ღმერთის გვჯერა და რაზე ვიდაოთ” – მაჭავარიანი ნაცვლიშვილს

პარლამენტში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის კითხვებს პასუხს ვერ გასცემს. მინისტრმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ მათ “აბსოლუტურად სხვადასხვა ღმერთების” სჯერათ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კამათი უშედეგო იქნებოდა, რადგან ისინი ერთ აზრზე ვერ შეთახმდებოდნენ. “ბატონო ბექა გამოგიტყდებით, რომ მე მაქვს თქვენთან დაკავშირებით ერთი უხერხულობა. თქვენ ერთ-ერთი და ამას […]

მიხეილ სააკაშვილი – ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამბობს, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში, მაგრამ მეუბნებიან, სადაც ხარ, იქ იყავიო

”სულ მცირე სახლში, კიევში დაბრუნება მინდა, უკვე მივმართე უკრაინის უსაფრთხების სამსახურსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარებს, გააუქმონ ეს იდიოტური შეზღუდვა”, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტის კითხვას, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებაში ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობისას. „მე გამაძევეს, თუ არ ვცდები, იმავე რიცხვში, როცა თავის დროზე სოლჟენიცინი […]

მამუკა ტუსკაძე – “პოლიციით რომ დაგჭირდება ხეობაში ჩასვლა, იქ არ უნდა ჩახვიდე”

“ახალი თაობა” პანკისის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით უფლებადამცველსა და პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” დამფუძნებელს მამუკა ტუსკაძეს ესაუბრა. – ბატონო მამუკა, დღეს მთელ საქართველოში არის დაპირისპირება ჰესების მშენებლობის გამო. ახლა პანკისში მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის. თქვენ მუშაობთ სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. რას იტყვით მომხდართან დაკავშირებით? – ამ პროცესში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის […]