აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების შესაძლო დაწესების კანონპროექტს ოპოზიცია აფასებს

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების შესაძლო დაწესების კანონპროექტს ოპოზიცია აფასებსაშშ-ის კონგრესში “რესპუბლიკელი” მარკვეინ მალინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაცსაქართველოს მთავრობას სანქციები დაუწესდება, თუ დადგინდა, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურენ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა ამ აქტს საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც “თიბისი ბანკსა” და ანაკლიის პორტს უკავშირდება.

“მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ თუ არა, მისი არსებობა უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა “ებროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დადგა.

„ბუნებრივია ეს ეხება იმ ძალიან დიდ აჟიოტაჟს, რომელიც იყო ანაკლიის პორტთან, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით. პირდაპირ შეიძლება არ იყოს ბიძინა ივანიშვილი ნახსენები, მაგრამ, რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის, ვინ იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს,” – აცხადებს წერეთელი.