სამეგრელოში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრა და თქვა: ”ზვიად გამსახურდია გულანთებული იყო, მაგრამ ქვეყნის მართვას ცოდნა უნდა.” დანარჩენი ვიდეოში ნახეთ. https://www.facebook.com/PsouTV/videos/2299262633646407/
კატეგორია: პოლიტიკა
ირანელი რეპერის სიტყვების გამო ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ირანელი რეპერის ემირ თათალოს კონცერტთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით მომღერალმა კონცერტის მსვლელობისას გაკეთებული განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ჩაჩუას და გურამ ქართველიშვილს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ჯავადი შეხვდა. აქციის ორგანიზატორები მომღერლის გამოსვლაზე პასუხისმგებლობას საელჩოს აკისრებდნენ და […]
პუტინი ხაჯიმბას გაურისხდა? – რატომ იმართლებენ თავს სოხუმში
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მოსკოვიდან იმართება, თუმცა განუხრელად არ ასრულებს კრემლიდან წამოსულ ყველა ბრძანებას. გარდა ამისა, ხაჯიმბა და მისი გარემოცვა შემჩნეული არიან უუნარობასა და მომხვეჭელობაში. ამის გამო ოკუპანტი სახელმწიფო დროდადრო ამხელს სოხუმელ ქვეშევდრომებს. მამხილებლების როლში გამოდიან ნაკლებად წონიანი და უცნობი პირები – რუსი ჩინოსნებით დაწყებული, ექსპერტებით დამთავრებული. გამოითქმის ისეთი მოსაზრებაც, რომ რუსეთმა არ უნდა დააფინანსოს აფხაზეთი […]
ივანიშვილი – ”ზვიად გამსახურდიას დაღუპვა რომ გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია”
ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია, – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისაქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმე დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქავას. „ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 […]
ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილზე ჩავიდა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში, იმ სახლში ჩავიდა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გარდაცვლილი იპოვეს. ვიდეოს “პრაიმტაიმი” ავრცელებს. ხიბულას გამგებელი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი სოფელში მოულოდნელად ჩავიდა. ცნობილია, რომ აღნიშნულ სახლს რეაბილიტაცია უტარდება. სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა
რუსეთმა დასაჯა საქართველო წარმატებისთვის – მიხეილ სააკაშვილმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ოლიგარქების მმართველობაზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოს მიტაცების შემთხვევებზე ისაუბრა და საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში ოლიგარქებს ხელისუფლება ხელში აქვთ ჩაგდებული. „მიაქციეთ ყურადღება მსგავსებებს საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას შორის. ამ ქვეყნებში სამივე ოლიგარქის სიმდიდრის ძირითადი წყარო რუსეთია. ივანიშვილმაც თავის ფულის 100% რუსეთი იშოვა. ოლიგარქები […]
ზარდიაშვილი – “ბესელიას მიზანია, პოლიტიკაში იტივტივოს”
ბესელიას ხელებზე ფულის სუნი ასდის – ამ სიტყვების ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, განმარტების გაკეთებისგან თავს იკავებს. “კურიერის” კითხვაზე რა იგულისხმა ზარდიაშვილმა, როცა ოპონენტის მიმართ ეს განცხადება გააკეთა, ზარდიაშვილი ამბობს, რომ მან უკვე ყველაფერი თქვა და რაც მან იცის იცის საზოგადოებამაც. „მე რაც ვთქვი ეკა ბესელიაზე ეს ვიცი მე, ეს იცის სრულიად საქართველომ, შესაბამისად […]
რამაზ საყვარელიძე – “ოცნება” მთაწმინდას თუ წააგებს, 2020-ში ძალიან გაუჭირდება”
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში უკვე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება და რა მოლოდინი გაქვთ? – საინტერესო არჩევნები გველოდება წინ. სერიოზული ბრძოლა იქნება. დამოუკიდებელი კანდიდატები უფრო შემოდიან მესამე ალტერნატივის სახით და არა რომელიმე პარტიასთან ასოცირებულად. მათი სტრატეგია იქნება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის კრიტიკა […]
ნიკა ჩიტაძე – „ოცნებას“ ჰგონია, რომ ლადო კახაძე კოლორიტული ფიგურაა და ამიტომ დააყენა“
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ექიმი ლადო კახაძე წარადგინა. პარტიამ დაასახელა სხვა კანდიდატებიც, რომლებიც შუალედურ არჩევნებში სხვადასხვა თვითმმართველ ორგანოებში მოსახვედრადაც იბრძოლებენ. შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. რა ლოგიკას ექვემდებარება კახაძის წარდგენა, მაშინ როცა პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ახალ სახეებს ეძებს? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე […]
მიხეილ ბატიაშვილი – ”თანამდებობას დავტოვებ, თუ ია კერზაიას საქმეზე ჩემი მორალური პასუხისმგებლობა გამოიკვეთება”
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პირობას დებს, რომ თანამდებობას დატოვებს, თუკი მის მიმართ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე, მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება. როგორც მინისტრი აცხადებს, ის გამოძიების დასრულებას ელოდება. „გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს […]










