ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილზე ჩავიდა

ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილზე ჩავიდა“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში, იმ სახლში ჩავიდა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გარდაცვლილი იპოვეს. ვიდეოს “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
ხიბულას გამგებელი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი სოფელში მოულოდნელად ჩავიდა.
ცნობილია, რომ აღნიშნულ სახლს რეაბილიტაცია უტარდება.

სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა