მიხეილ ბატიაშვილი – ”თანამდებობას დავტოვებ, თუ ია კერზაიას საქმეზე ჩემი მორალური პასუხისმგებლობა გამოიკვეთება”

მიხეილ ბატიაშვილი - ”თანამდებობას დავტოვებ, თუ ია კერზაიას საქმეზე ჩემი მორალური პასუხისმგებლობა გამოიკვეთება”განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პირობას დებს, რომ თანამდებობას დატოვებს, თუკი მის მიმართ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე, მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება. როგორც მინისტრი აცხადებს, ის გამოძიების დასრულებას ელოდება.

„გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს გავაკეთე“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

იპნ