თბილისში ტაქსის მძღოლებმა „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია-მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა. ტაქსისტები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს. აქციამ დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე ჩაიარა, მძღოლების მცდელობა, რომ გზა გადაეკეტათ პოლიციამ აღკვეთა, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ერთი პირი […]
კატეგორია: პოლიტიკა
„სასჯელი სამართლიანია“ – აშშ-ის კონსული მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებაზე
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმე – ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის ჯენეთ რებერის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო: „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. […]
სოფო კილაძე – “ივანიშვილი ბესელიას სიაში არ სვამდა 2016 წელს”
„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძე ადასტურებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას საარჩევნო სიაში ჩასმას ეწინააღმდეგებოდა. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. „მეც მაქვს ინფორმაცია, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ ყოფილიყო“, – განაცხადა სოფო კილაძემ. კილაძე იმასაც ამბობს, რომ ახლა ეკა ბესელია აქტუალური არ არის და აქტუალურია ის, თუ რას […]
ბესელია ივანიშვილს დაემუქრა – ”ჩამოაშორე ეს უმწიფარები პოლიტიკას, თორემ…”
ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმს უყენებს – ბესელიას თქმით, ივანიშვილმა კობახიძე-მდინარაძის მსგავსი „უმწიფარი ყმაწვილები“ პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს. „არ ველაპარაკები ამ უმწიფარ ბიჭებს და არშემდგარ ადამიანებს. მე ველაპარაკები მათ პატრონს, ბიძინა ივანიშვილს. ამ გზაკვალარეულ ყმაწვილებს, რომელთა მიშვება ხელისუფლების სადავეებთან არ შეიძლება და არის სახიფათო, დროულად ჩამოაშორებს ამ სადავეებს და აიღებს პასუხისმგებლობას, ან ყველაფერზე მას მოუწევს პასუხის […]
მიხეილ ცაგარელი – სანდრა რულოვსს ზუგდიდში გამარჯვების შანსი არ აქვს
საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს ზოგდიდის მერად არჩევის ძალიან დაბალი შანსი აქვს. ვარსკვლავები მის მიმართ ცუდად არიან განწყობილი,- ასეთ პროგნოზს აკეთებს მიხეილ ცაგარელი. როგორც „2020NEWS“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერად არჩევის დიდი შანსი მაშინ ექნებოდა, თუ სააკაშვილი საქართველოში იცხოვრებდა. „სანდრა რულოვსი მაიმუნის წელში დაბადებული თხის რქა არის, ამიტომ არ აქვს გამარჯვების […]
კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილი დგას ირაკლი კობახიძის გვერდით – მიმართეს ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, გუნდის წევრები ლიდერთან ერთად უნდა დადგნენ. „ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის […]
“სანამ გადაწვავს პარლამენტს, იქნებ უშველოს მისმა პატრონმა ივანიშვილმა და ხელჩაკიდებულებმა იარონ”- ბესელია კობახიძეზე
უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაწვდილ ხელს არასდროს მიიღებს. “მე დავასრულე უკვე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ხანია. ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და მე არ მივიღე მისი ბოდიში, ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშის […]
მანანა ბერიკაშვილს ხელფასი თვეში 7.000 ლარი ექნება
კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ანაზღაურებას ერთდროულად რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან იღებს. მის მიერ შევსებული ბოლო ფინანსური დეკლარაციით ირკვევა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მას გასულ წელს საერთო ჯამში 25.440 ლარი აქვს მიღებული, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (პედაგოგი) – 19.692 ლარი, მუსიკისა და დრამის თეატრიდან (პედაგოგი) – 11.760 ლარი. დეკლარაციით ირკვევა, რომ […]
გიგი უგულავა – ”ლადო კახაძე მკვდარზე „ვენოკია“ „ქართული ოცნებისთვის“
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ მხრიდან მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძის დასახელებას მორალურ კომპრომისს უწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიგი უგულავამ განაცხადა, ლადო კახაძე “მდარე პოლიტიკოსია”. „ორსულად რომ მყავდეს მეუღლე და ექოსკოპისტი მჭირდებოდეს, ლადო კახაძესთან, ალბათ, მივიყვანდი. დიდი სუფრა რომ იყოს და თამადა გვჭირდებოდეს, ამასაც შეიძლება დავთანხმებოდი. როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, ლადო […]
„ოცნებამ“ მარნეულში ნაციონალების კაცი წარადგინა?
საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მარნეულში „ქართული ოცნების კანდიდატის“ ზაურ დარგალის ფოტოს აქვეყნებს, სადაც 5-ნომრიანი მაისური აცვია. „ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატად წარადგინა ზაურ დარგალი. დიდი ღვაწლმოსილი კაცია ჩვენი ზაურიო ბრძანა მეორედ მოსულა ღარიბაშვილმა. ჰოდა, აგერ კი ხედავთ ამ ფოტოზე როგორ და სად იღვწოდა ზაური. ადრე ცუდ საქმეებს რომ აკეთებდა და ეხლა კეთილი გახდა – ს გაგრძელებაა […]










