სოფო კილაძე – “ივანიშვილი ბესელიას სიაში არ სვამდა 2016 წელს”

სოფო კილაძე - "ივანიშვილი ბესელიას სიაში არ სვამდა 2016 წელს"„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძე ადასტურებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას საარჩევნო სიაში ჩასმას ეწინააღმდეგებოდა.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

„მეც მაქვს ინფორმაცია, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ ყოფილიყო“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კილაძე იმასაც ამბობს, რომ ახლა ეკა ბესელია აქტუალური არ არის და აქტუალურია ის, თუ რას აკეთებს და რას ვერ აკეთებს ხელისუფლება და მსჯელობა სწორედ ამ საკითხებზე უნდა იყოს.

იპნ