“სანამ გადაწვავს პარლამენტს, იქნებ უშველოს მისმა პატრონმა ივანიშვილმა და ხელჩაკიდებულებმა იარონ”- ბესელია კობახიძეზე

"სანამ გადაწვავს პარლამენტს, იქნებ უშველოს მისმა პატრონმა ივანიშვილმა და ხელჩაკიდებულებმა იარონ"- ბესელია კობახიძეზეუმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაწვდილ ხელს არასდროს მიიღებს.

“მე დავასრულე უკვე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ხანია. ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და მე არ მივიღე მისი ბოდიში, ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშის მოხდა. ისიც იმიტომ მოიხადა, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას.

ახლა, მისი წასვლის ფორმალური გაფორმებაა დარჩენილი და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ, უშველოს მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს და არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულებმა იარონ. ოღონდ მე „ნაციონალურ მოძროაბასთან“ და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც და მის გუნდსაც ძალიან მალე დავასრულებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ პარლამენტის სპიკერმა დღეს თქვა, რომ ეკა ბესელია ძალაუფლების გარეშეა დარჩენილი, მძიმე მდგომარეობაშია და მას დახმარება სჭირდება.