„სასჯელი სამართლიანია“ – აშშ-ის კონსული მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებაზე

„სასჯელი სამართლიანია“ - აშშ-ის კონსული მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებაზესმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმე – ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის ჯენეთ რებერის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო:

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა