წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ის პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების” წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა. როგორც ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, თუმცა, მისივე განმარტებით, იქნება კონსტრუქციული მუშაობა. იპნ
კატეგორია: პოლიტიკა
ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონი არც ჩაურთავს
ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს შორის 13 მილიონერია, გასულ 2021 წელს კი მათგან 4-ს მიკროფონი არც ჩაურთავს. 2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს. თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია. პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4 624 – 6 740 ლარია. 2020-2022 […]
ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სამდივნო წარადგინა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება, რომელიც პარტიის ყოველდღიურ მუშაობას უზრუნველყოფს. ახალ სამდივნოს წარმოადგენენ: 1. გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი 2. გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი 3. საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა 4. ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე 5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების […]
ნინო წილოსანი – “ჩემი პირადი პოზიციაა ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დატოვება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში „ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენაა“ და მისი პირადი პოზიცია ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა იქნება. ამის შესახებ წილოსანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საკუთარი პოზიციისა, ის მაინც გუნდის საერთო პოზიციას დაეთანხმება, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. „კანონმდებლობა და რეგლამენტი მკაფიო ჩანაწერს გვთავაზობს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ […]
ზუგდიდის მერიაში ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს
ოპოზიცია ზუგდიდის მერიაში გაფლანგული თანხების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობა” აუდიტის სკანდალური დასკვნის გამო გენერალურ პროკურატურას მიმართავს. – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საიდანაც თანხები ზუგდიდიელების კეთილდღეობას უნდა მოხმერდეს ხმარდება ადგილობრივი მაღალჩინოსნების გამდიდრებას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ვაპირებთ, რომ ამასთან დაკავშირებით მივმართოთ პროკურატურას, რომ დაიწყონ […]
გორის მერმა ლადო ხინჩეგაშვილმა შვებულება აიღო
გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა. მის მოვალეობას პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს. ოფიციალურ დოკუმენტებს, ამჯერად, ხელს ნიკა (ნიკოლოზ) ღვინიაშვილი აწერს. ამ დოკუმენტებში 11 იანვრიდან გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად მოხსენიებულია ღვინიაშვილი. ლადო ხინჩეგაშვილი მუშაობას 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუდგა. 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით გასულია მხოლოდ 73 დღე. თუ რატომ აიღო შვებულება გორის მერმა, ამის […]
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამასთან, როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე, თუმცა სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის. „დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, […]
ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე – “ამას ლოცვა და მოქმედება სჭირდება”
დეპუტატი ლიზა იასკო უკრაინაში გამგზავრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ექსპრეზიდენტის ახლანდელი მეუღლე ამბობს, ხალხი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს. „ხშირად მეკითხებიან მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ჩემი პასუხია, რომ ის საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანის შემდეგ, სიახლე არ ყოფილა. თითქმის ორი კვირაა ვერ ნახულობენ ახლობლები, ექიმები. ადვოკატებს მხოლოდ შეზღუდულად უშვებენ… რას აკეთებენ უკრაინა და […]
რუსთავის საკრებულოში ნაციონალებმა და აპარატის წევრებმა იჩხუბეს
რუსთავის საკრებულოში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ენმ-ის წევრები უკვე რამდენიმე დღეა საკრებულოს აპარატისგან მოითხოვენ, რომ სხდომათა დარბაზის გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ. თუმცა, როგორც აპარატის უფროსი არჩილ ძამაშვილი განმარტავს, ოპოზიციურ პარტიას კანონით ამის უფლება არა აქვს და თუ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. ოპოზიციონერების […]
მურმან დუმბაძე – “ოცნებაში” არიან ადამიანები, ვისაც ოპოზიციასთან თანამშრომლობა უნდა”
მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბევრად უფრო ადრე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ოპოზიციაში. – ასე რატომ ფიქრობთ? – ადამიანების მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება. თუ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ გაზის ან დენის გაზრდილ გადასახადს შეამცირებს და ამით ხალხის გულს მოიგებს და მშვიდად გააგრძელებს არსებობას, ძალიან ცდება. – რა პროცესებია ხელისუფლების შიგნით? არის ვინმე, […]










