საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადიციის საკითხი არ დადგება. გიგი კალანდაძის განცხადებით, ის გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე კვირაში გაიმართება სასამართლო, რომელიც აღნიშნულ საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ,,ბერლინიდან გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, გადამიყვანეს პოლიციაში, დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, რადგან […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ვახ, შენ რა კაცი ხარ, გირჩევნია, პეპლებზე და კაქტუსებზე წერდე!” – ნიკა მელია გიორგი არველაძის წინააღმდეგ
ნიკა მელია ფეისბუქში ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის, პოსტს გამოეხმაურა. „თურმე ყაზახეთის მთავრობა გადადგომას არც განიხილავდა, არხეინად ყოფილან. მაგრამ აჯანყებულთა ლიდერს ჯიქურ შეუთვლია, თუ არ გადადგებით, საკუთარ ოფისში მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო. ეს რომ გაუგიათ, დაპანიკებულან მთავრობაში. დაფერთხილან თურმე ეგრევე კაბინეტებიდან, ვინ სად გარბოდა და ვინ სადო. განცხადებების წერას ერთმანეთს ვერ ასწრებდნენო და შიშით ხელები უცახცახებდათო“, – […]
დავით ზალკალიანს ვიქტორ დოლიძე შეცვლის?
“ქართული ოცნება” დიდი საკადრო გადაადგილებისთვის ემზადება. დასავლეთისა და სტატეგიული პარტნიორების შტურმის შემდეგ ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებში ელჩებს მასობრივად ცვლის, ცვლიან საგარეო საქმეთა მინისტრსაც. “ტვ პირველის” ინფორმაციით, დავით ზალკალიანს “ოცნებიდან” ერთხელ უკვე წასული და შემდეგ დაბრუნებული ვიქტორ დოლიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნულ ვერსიას მისი ძმის გადაწყვეტილებაც ამყარებს. ლევან დოლიძემ, რომელიც თბილისის საკრებულოში გახარიას პარტიული სიით შევიდა, მანდატი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დატოვა. ,,პირველების” […]
გედი ფოფხაძე – “პრეზიდენტის მიერ ინსპექტორის კანონზე ვეტოს დადება სწორი იქნება”
“ოცნების” ყოფილი წევრი გედი ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინსპექტორის კანონზე ვეტოს დადება მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება. – რა ლოგიკაა, რატომ ხდება ასეთი დაჩქარებული წესით ამ სამსახურს გაუქმება თუ რეფორმა, ასეც რომ იყოს?! რა მოტივაციაა ამ ყველაფრის უკან?! რაღაც დონეზე ხომ უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ?! მე გავიხსენებ კანონპროექტს “აზარტულ თამაშებთან” […]
ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილზე პარლამენტში კომისიის შექმნას შეიძლება მხარი დავუჭიროთ”
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს, რადგან ის დაადგენს, რომ სააკაშვილის მიმართ „არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“. „შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი […]
ლონდა თოლორაია – “პრეზიდენტის ვეტოს დიდი იმედი მაქვს”
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, აშშ-ის საელჩოს მკაცრ განცხადებას ეხმაურება. ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თოლორაია ამბობს, რომ საელჩო აგრძელებს კრიტიკის იმ ხაზს, რაზეც თავად აკეთებდა აქცენტს – რატომ მოხდა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ჩანაცვლება ასე სწრაფად, გამჭვირვალობისა და ღრმა ანალიზის გარეშე, რომ ეს არის ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის და საზედამხედველო უწყების დასჯა განსხვავებული აზრის გამო. თოლორაიას თქმით, მას ახლა […]
გიორგი ჯანჯღავა – “საქართველო 3+3 პლატფორმის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს”
საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას daily sabah-ი ავრცელებს. “საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3 შეხვედრას“, – განუცხადა ჯანჯღავამ Daily Sabah-ს. გამოცემის თანახმად, გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც „სტრატეგიულ პარტნიორებად“ მიიჩნევს, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ […]
აშშ-ის საელჩო – “ოცნებამ” ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას”
გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის […]
ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა. სამინისტროს ინფორმაციით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც. უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის […]
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გადადგა
“პირველი არხის” ინფორმაციით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ის მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა. მთავარი










