“ვახ, შენ რა კაცი ხარ, გირჩევნია, პეპლებზე და კაქტუსებზე წერდე!” – ნიკა მელია გიორგი არველაძის წინააღმდეგ

"ვახ, შენ რა კაცი ხარ, გირჩევნია, პეპლებზე და კაქტუსებზე წერდე!" - ნიკა მელია გიორგი არველაძის წინააღმდეგნიკა მელია ფეისბუქში ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის, პოსტს გამოეხმაურა.

„თურმე ყაზახეთის მთავრობა გადადგომას არც განიხილავდა, არხეინად ყოფილან. მაგრამ აჯანყებულთა ლიდერს ჯიქურ შეუთვლია, თუ არ გადადგებით, საკუთარ ოფისში მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო.

ეს რომ გაუგიათ, დაპანიკებულან მთავრობაში. დაფერთხილან თურმე ეგრევე კაბინეტებიდან, ვინ სად გარბოდა და ვინ სადო. განცხადებების წერას ერთმანეთს ვერ ასწრებდნენო და შიშით ხელები უცახცახებდათო“, – დაწერა  გიორგი არველაძემ ფეისბუკში.

ნიკა მელია:

„ვახ, შენ რა კაცი ხარ. უბრალოდ ძალას სად პოულობ, როცა ასეთ პოსტებს წერ. ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია, თითი, თითზე არ დაგიდვია და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს – საღოლ. ვინმეს თუ ეკუთვნის ახლა საქართველოში ყოფნა – ეს შენ ხარ. მიშა ციხეში ზის და უბრალოდ გეკუთვნის აქ ყოფნა, აი, პირადი ვალდებულება გაქვს მაგ კაცთან. მეგობრულიც და კოლეგიალურიც.

არც ბიძინას პროკურატურა გდევნის და არც ძებნაა გამოცხადებული – ადექი და ჩამოდი და იაქტიურე, მხოლოდ გაგვახარებ. ყველა ის მონაცემი გაქვს, რაც ოპოზიციონერს სჭირდება – უბრალოდ ჩამოდი. ან თუ არ იაქტიურებ, ჯასთ, ჩამოდი და აქაურ კლუბებში და რესტორნებში იარე და აქედან დაპოსტე, ასეთ შემთხვევაში მივიღებ შენს კრიტიკას.

მოკლედ, კრიტიკის მოსმენა ყველას მხრიდან შეიძლება და აი, შენი მხრიდან არა, ძმაო – სანამ მანდ ხარ, სადაც ხარ (ახლა მგონი დუბაიში ხარ) შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაქტუსებზე წერდე! ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი არსებობს, რომ ასე მოიქცე.. არ გეწყინოს…”

გიორგი არველაძემ ამ პოსტს ასე უპასუხა:

„საქართველოში ვარ და მიიღე კრიტიკა. და ამჯერად შენ არ გეწყინოს. აქტიურობას რას ეძახი? საშიმშილოდ დავჯდე მეც თუ რამე სხვაც არის დაგეგმილი? კლუბებში და რესტორნებში სიარულის არც ხალისი მაქვს და არც ინტერესი.

პეპლებზე და კაქტუსებზე არ ვიცი, რატო უნდა ვწერდე, მაგრამ თუ რჩევაა, მეც შემიძლია გირჩიო, რას უნდა აკეთებდე იმის ნაცვლად, რასაც აკეთებ. მაგრამ არც ამ რჩევას ექნება აზრი, და სიმართლე გითხრა, არც ჩემ პოსტებზე ამ კომენტარების წერას აქვს ფასი.

საჯარო კომენტარების ნაცვლად პირადში მაინც მომწერე. პოსტების კომენტირება არ უხდება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს“.

პია