კატეგორია: პოლიტიკა

„შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს… ამ საქმეს არ ვიცნობ“   

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და მასში პარლამენტი არ მონაწილეობს. „შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში. მე არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლად ჰყავს პატრიარქი, […]

„ჭიანურდება საკითხის განხილვა“ – ეკა ბესელია სასამართლო სისტემაზე მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე

სასამართლო სისტემა და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაჭიანურება მიზანმიმართულად ხდება. აღნიშნული კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დადგება. „უკვე მესამე კვირაა და არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა. დღესაც არ არის დღის წესრიგში ჩასმული, სამწუხაროდ, რაც […]

„უმრავლესობას 7 დეპუტატი დატოვებს“ – დავით ჭიჭინაძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში „ოცნების“ უმრავლესობა დაიშლება, რადგან მას შვიდი დეპუტატი დატოვებს. ეს დეპუტატები ისინი არიან, რომლებიც ეკა ბესელიას პოზიციას იზიარებენ „ვვარაუდობ, რომ 7 დეპუტატი დატოვებს და უმრავლესობა დაიშლება. რა მოვლენებიც ვითარდება მოსამართლეთა კანონთან მიმართებაში და რასაც ვუყურებთ, ეს წყალგამყოფია. ეს ადამიანები ბესელია-ფოფხაძის გვერდით მოიაზრებიან, მაგრამ ისინი ჯერჯერობით უმრავლესობის შემადგენლობაში […]

ბექა ნაცვლიშვილმა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

საპენსიო რეფორმის ირგვლივ განხვავებული პოზიციები კვლავ გრელდება – სწორედ ამ მიზეზის გამო, შესაძლოა, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. ბექა ნაცვლიშვილს აქვს ალტერნატიული ვერსია, რომელიც დღეს უნდა განიხილინ. თუმცა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი წინადადება მხარდაჭერას ვერ მიიღებს ის უმრავლესობას დატოვებს. ნაცვლიშვილის ინიციატივას დღეს სამ კომიტეტში განიხილავენ. ინფო 9

სანდრო ბრეგაძე – “ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე”

რატომ გადაეკიდა ივანიშვილი ხაზარაძეს, რას ითხოვდა ვანო ჩხარტიშვილი, რა ხდებოდა ანაკლიის პორტის გარშემო მთავრობაში, რას ვერ ხვდება “ოცნების” ლიდერი, რატომ არის რევოლუცია გარდაუვალი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება. სანდრო ბრეგაძე: – ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის წინა პერიოდია. სამწუხაროდ, ამას ყველაზე ნაკლებად ბიძინა ივანიშვილი ხვდება. ის იმიტომ ვერ ხვდება ვერაფერს, რომ […]

მამუკა ხაზარაძე – ”გარე საფრთხეების არ მეშინია, შიდა საფრთხეების მეშინია”

„დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ, მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. აღნიშნულით ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან […]

თინა ხიდაშელი – „ჩემი მინისტრობისას რუსულ რბილ ძალასთან საბრძოლველად შექმნილი სტრატკომი იზორიამ გააუქმა“

უკვე წლებია, რუსეთი აგრესიულ მოქმედებებს მიმართავს იმ მეზობლების მიმართ, რომლებიც მის დღის წესრიგს ეწინააღმდეგებიან. პუტინის რუსეთი მხოლოდ საომარი მოქმედებებითა და ოკუპაციით არ კმაყოფილდება და ხშირად იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რასაც ხშირად ე. წ. რბილ ძალას უწოდებენ. ამით ცდილობს ის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. ამ მეთოდებით ევროპასაც ებრძვის, თუმცა ევროპულ ქვეყნებში დიდი ხანია მიმართავენ […]

სალომე ზურაბიშვილი პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო. ის ტაძარში შვილებთან ერთად  მივიდა. ეკლესია გასული საუკუნის შუა ხანებში ზურაბიშვილის მამის ინიციატივით მოეწყო. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ამ ეკლესიის მრევლი იყო თავად პრეზიდენტიც. უკვე ხვალიდან კი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი იწყება, რომლის ფარგლებშიც ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება. რუსთავი 2

სერგი კაპანაძე – „გვრიტიშვილი ყოველთვის ხელისუფლების მორჩილი იქნება“

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები გავლენების შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძვიან. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს და ანასხლეტებს უწოდებენ და მათ წარსულში დაბრუნებას ცდილობენ. როგორ წარმოუდგენია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და რა პასუხი აქვს გვრიტიშვილის განცხადებაზე, რომლის ერთ-ერთი ადრესატი მისი ფრაქციაც არის? _ ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, […]

მოვუწოდებ ყველას “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განცხადა, რომ ეს არის ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან გამომდინარე შესაფასებელი სიტუაცია და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, სრული უპასუხისმგებლობაა. “სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. “თიბისი […]