ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და მასში პარლამენტი არ მონაწილეობს.
„შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში. მე არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლად ჰყავს პატრიარქი, რომლის ჰუმანურობაში, რომლის განსაკუთრებულ კაცთმოყვარეობაში და განსაკუთრებულ ქრისტიანულ თვისებებში არასოდეს ეჭვი არ შემპარვია და არასდროს კითხვის ნიშანი არ დამისვამს ამ კუთხით“, – განაცხადა ბესელიამ.

