მამუკა ბახტაძე ბოლნისში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

მამუკა ბახტაძე ბოლნისში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდაბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს”პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.

მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.