ირმა ინაშვილის ფრაქცია იშლება

ირმა ინაშვილის ფრაქცია იშლებაფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” სავარაუდოდ, დაიშლება. მიზეზი კი ფრაქციიდან დავით ჭიჭინაძის ფრაქციიდან გასვლის გადაწყვეტილებაა. ჭიჭინაძე ფრაქციაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის “ქართული ოცნებიდან” და უმრავლესობიდან გარიცხეს.

ჭიჭინაძემ კი უკვე დაანონსა „პატრიოტებიდან“ გასვლა.

ფრაქცია „საქართველოს“ პატრიოტების თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები არ აპირებენ თავად დაიწყონ მე-6 დეპუტატის ძებნა, რომელიც ფრაქციის შესაქმნელადაა საჭირო.

„ჩვენ დღეს არ ვაპირებთ არავისთან მისვლას და საუბარს თემაზე, რომ ის შემოვიდეს ჩვენთან ფრაქციაში, რომ ფრაქცია არ დაიშალოს. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ შემოვიდეს და ფრაქციაში გაწევრიანდეს, სიამოვნებთ მივიღებთ, თუ არადა სიამოვნებით დავიშლებით და უფრო მეტის საშუალება გვექნება სამომავლოდ, ვიდრე დღეს გაგვაჩნია,“- განაცხადა გიორგი ლომიამ.