კატეგორია: პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი – „ივანიშვილი თვლიდა, რომ მურუსიძის კრიტიკით სასამართლოს ძირს ვუთხრიდით“

უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე და „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა. სადაც ისაუბრა იმაზე, რომ უზენაესში 28 მოსამართლიდან მხოლოდ 10 მოსამართლეა. პირველი პრესკონფერენცია გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც, რომელმაც მოსამართლეების თემაზე პოზიცია არ გააჟღერა, არაფერი თქვა არც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, მან არც იმაზე ისაუბრა არის თუ არა ხარვეზები კონსტიტუციის ახალ რედაქციაში და თქვა, რომ პრეზიდენტს […]

“ივანიშვილი კობახიძესაც ისე მოისვრის, როგორც ძველები მოიშორა”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის წერილმა სიცხადე შეიტანა ამ მოვლენებში? – ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობ იმ 10-კაციან სიას, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, გულწრფელი კითხვები აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და ეს კითხვები სავსებით სამართლიანია. რაც შეეხება […]

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. კომიტეტს მათიკაშვილი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

ეკა ბესელია: „მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც სააკაშვილის მოსამართლეებს მხარს დაუჭერს”

პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში მისი დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “იმედინიუსი” წერს. “ჩემი გადაწყვეტილება ამ უმრავლესობაში დარჩენის დამოკიდებულია იმაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმარავლესობა ამ სიასთან დაკვშირებით.მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი რომელიც სააკაშვილოს მოსამართლეებს მხარს დაუჭერს”, – თქვა ეკა ბესელიამ. დეპუტატმა […]

რამაზ საყვარელიძე – “ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, “ოცნების” რომელ ფრთას დაუჭერს მხარს”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, მმართველ გუნდში დაპირისპირებაა ძველ და ახალ გვარდიას შორის. ივანიშვილი ვის მხარეს დაიჭერს? – სერიოზული პროცესები ხდება უდაოდ. რამდენადაც ქვეყნის პოლიტიკური სტაბილობა, მეტნაკლებად არის დაფუძნებული იმ პარტიაზე, რომლის სადავეც ამ ადამიანებს უპყრია, თუ ასეთი პარტია შიგნიდან დაიწყებს რღვევას, ეს უკვე ქვეყნის პოლიტიკურ ღალატსაც ნიშნავს. მე […]

მურმან დუმბაძე – “ეკა ბესელია შეიძლება პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს”

რა არის “ოცნებაში” დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი, რა კავშირი აქვს ამასთან საპრეზიდენტო არჩევნებს, რატომ ვერ დაბრუნდა პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილი, გაიზიარებს თუ არა ეკა ბესელია მის ბედს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს” ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება. მურმან დუმბაძე: – ის, რაც ახლა “ქართული ოცნებაში” ხდება, ჩემთვის მოულოდნელი არ არის. ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო გვაქვს და […]

ელისაშვილი – “ბესელია რომ მექრთამეა, ეს ყველამ იცოდა”

მმართველ პარტიაში დაპირისპირება არ გაჰკვირვებია “სამოქალაქო მოძრაობისა” და თბილისის მერობ­ის ყოფილ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს: – “ქართულ ოცნებაში” რაც ხდება, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. ჯერ სადღესასწაულო დღეებია, ამიტომ ცოტა თავს იკავებენ. დღესასწაულების შემდეგ გუდებს თავს მოხსნიან და ისეთი ჭუჭყი გადმოინთხევა, უფრო საშინელი საყურებელი და მოსასმენი რომ იქნება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ორივე ჯგუფს აქეზებს და თავად სეირს […]

მამუკა კაციტაძე – “ავთანდილ წერეთლის ხსენება ნიშნავს, რომ იერიშს „ტვ პირველზეც“ მიიტანენ”

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება 2008 წლის ფაქტით 11 წლის შემდეგ, 2019 წელს დაინტერესდა, რამაც პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე საუბრობს. ინტერვიუ ჩაწერილია ბიძინა ივანიშვილის განცხადების გავრცელებამდე. _ რა შეფასებას გააკეთებთ „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით, ეს არის რეალური […]

გია ხუხაშვილი – “იქამდე მივედით, რომ კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს”

პარტიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის თქმით, ამ განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ივანიშვილის მასშტაბები სულ უფრო მცირდება. გახდა თუ არა “ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძის ნების აღმსრულებელი, რატომ არის სამწუხარო ის მიზეზი, რისთვისაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა? – ამის შესახებ გია ხუხაშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება. – “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილმა […]

ეკა გიგაური – „ბესელიას მხარდაჭერას ვუცხადებ, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი უნდა წავიდეს სისტემიდან“

უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გარშემო არ ცხრება ვნებათაღელვა. საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მწვავედ აკრიტიკებს. დაძაბული ფონია მმართველ პარტიაშიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური განხეთქილებისა და გაყოფის საფუძველიც კი გახდეს. მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური […]