კატეგორია: პოლიტიკა

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერაფერი გაიგო, დარწმუნებული ვარ, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!”- ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები. „მე არ ვიცი საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების, […]

“სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა ასარჩევად კრიტერიუმებს შეიმუშავებს”- რა შეთანხმება შედგა ირაკლი კობახიძესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანგიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებაა საჭირო, რომელზეც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.”ვისაუბრეთ დეტალურად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. ზოგადი განცხადება ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და […]

რომან გოცირიძე – “თიბისი ბანკი ივანიშვილს ყელში გაეჩხირება”

“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, თიბისი ბანკიდან პროკურატურამ დოკუმენტაცია გამოითხოვა. ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერსო, ბრძანეთ და პოლიტიკურ სარჩულსაც ხედავთ ამ პროცესში. რა ხდება რეალურად? თუ ეს ასეა, რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკზე შეტევა ხელისუფლებამ? – სწორედ რომ ასეა, თიბისი ბანკიდან საბუთების ამოღებას და რაღაც გასაიდუმლოებულ საქმეზე […]

ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნებაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მისი გაყოფით დამთავრდება”

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების თემაზე „ქართულ ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. რამდენად შორს წავა პროცესი და რამდენად რეალურია „ქართული ოცნების“ დაშლა, ან გაყოფა? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს: _ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების მორიგი ტალღაა. რეალურად ეს უკავშირდება უზენაესის მოსამართლეების კანდიდატებს, თუ ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა ბესელიას […]

არის თუ არა ანაკლიის პორტი თიბისის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის რეალური მიზეზი

ორი დღეა, ქართულ მედია, ბიზნეს და პოლიტიკურ სივრცეში ახალი დისკუსია გუგუნებს: დაიჭერენ თუ არა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებსა და ტოპმენეჯერებს? გაათეთრეს თუ არა ფული და რატომ? რას უნდა უკავშირდებოდეს ახალი წლების ზეიმებიდან ახლად გამოღვიძებულ ქვეყანაში სწორ ადგილზე ახალი სკანდალის გაღვივება? საერთოდ, რატომ წამოტივტივდა ეს საკითხი? რაღა მაინცდამაინც ახლა – მომხდარიდან 10 წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგ […]

სალომე ზურაბიშვილი – ”ჩემი პრეზიდენტობა არც ერთი პარტიის დამსახურება არ არის”

„არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, რომ მე ვარ პრეზიდენტი,“- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის და არა რომელიმე გუნდის დამსახურებაა ის, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა. მას ჟურნალისტებმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებასა და მოსამართლეების […]

„ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა, მიუხედავად იმისა შედის თუ არა პაციენტი რომელიმე რისკ ჯგუფში. „მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქლაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უაფსოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„სანამ პირს გააღებს, გულში ჩაიხედოს, რამდენად გულწრფელია“ – ლევან გოგიჩაიშვილი ვოლსკის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” დაპირისპირებული დეპუტატები ერთმანეთის ღია კრიტიკას მედიასთან არ ერიდებიან. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გია ვოლსკი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. “ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ორშაბათს ექნება ურთიერთობა მედიასთან და ისაუბრებს ყველა საკითხზე. მის მაგივრად სხვას ვერ შევაფასებ, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, სანამ ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები […]

ეკა ბესელია კაბინეტიდან გააძევეს

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას ღიად დაუპირისპირდა, დეპუტატს კუთვნილი კაბინეტი დააცლევინეს.მას განცხადებების გაკეთება, თანამდებობის არქმონე დეპუტატებისთვის განკუთვნილ ფლიგელში მოუწევს. ბესელია საქართველოში არ იმყოფება და ის საქართველოში დაბრუინების შემდეგ, ორშაბათს ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი – “ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია”

დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში და დაანონსებული შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში – ამბოხებული დეპუტატების ბედი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება. სწორედ მმართველი პარტიის სხდომაზე გადაწყდება დარჩებიან თუ გაირიცხებიან გუნდიდან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ე.წ. ახლებთან დაპირისპირებულ სხვა დეპუტატები. საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ღიად უკვე დიდი ხანია საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე, სწორედ […]