რატომ აძლიერებს ივანიშვილი კობახიძის კლანს, ვინ ჩაანაცვლებს “ოცნებას”, როდის შეიცვლება მთავრობა, რა შეცდომა დაუშვა გახარიამ, რა გარიგებას სთავაზობდნენ ეკა ბესელიას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს “ოცნების” ე.წ. ახალ გვარდიას უჭერს. რატომ აქცია მან ზურგი ძველ თანამებრძოლებს? – მას ძველი თანამებრძოლებისთვის ზურგი არ უქცევია […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი მშვენიერაძე – „ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების მორყევას ცდილობს“
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში საქართველოში დღეს არსებული სიტყვის თავისუფლების პრაქტიკა უარყოფითად არის შეფასებული. „არის დიდი მცდელობა, რომ სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისა. თავისთავად, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს, […]
ბესელიამ ივანიშვილს უპასუხა – ”ყველაფერს ნათელს მოვფენ!”
ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. ბესელიას თქმით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხდება. “რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ […]
“სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა”- უგულავა ივანიშვილის განცხადებაზე
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დღეს გავრცელებულ განცხადებას “სამარცხვინოს” უწოდებს. “სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა ოცნების შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად სჩანს რაც ისედაც ვიცოდით – ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი […]
ივანიშვილი ბესელიას წინააღმდეგ – “ბესელიას განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩემთვის გაუგებარია”
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს […]
რატომ არ მივიდა გახარია სამებაში საშობაო წირვაზე
დაიწყო თუ არა ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, რა ვალს უბრუნებს “ოცნება” საპატრიარქოს, რას უკავშირდება გახარიას გაუჩინარება, რა შეცდომას უშვებს ივანიშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. – ირაკლი კობახიძე ბოლო დროს საკუთარ თავზე ბევრს იღებს. ის სინოდის საქმეებშიც ერევა უკვე. ამის გამო მას დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ურჩია კიდევაც, ჯობია, თმის ნაცვლად წვერი […]
თორნიკე შარაშენიძე – “ბესელიასთვის მიუღებელია, რომ თავზე აჯდეს ირაკლი კობახიძე”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, ხმაურით დაიწყო მმართველ გუნდში ახალი 2019 წელი. როგორია თქვენი შეფასებები, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს “ქართულ ოცნებაში”? – აქ ორი ახსნა აქვს ამ საკითხს. ერთი – შეიძლება ბესელია მართლა გახვეული იყო კორუფციაში და ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად მის ზურგს უკან აკეთებს ვიღაცა […]
ირაკლი ალადაშვილი – ”ავტომატს მიუშვერენ და ეუბნებიან, მოდი აქ, თორემ გესვრიო“ – როგორ იტაცებენ რუსები ჩვენს მოქალაქეებს
საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულთა რაოდენობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად სახელმწიფოს ამ ეტაპზე ბერკეტი არ გააჩნია, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემიდან გარკვეული გამოსავალი არსებობს. რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ ოკუპაციის დასაძლევად, რა შედეგებამდე მივალთ თუკი ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა და როგორია ამ დროისთვის ვითარება საოკუპაციო ზოლთან? გაზეთ […]
„თიბისი ბანკის“ საქმე – გამოძიებამ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხა
მთავარ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე დღეს კომენტარი გაკეთდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. „მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. დაიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, ნაწილი გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაიკითხება. […]
„ეს პოლიტიკური დიქტატურის და ფინანსური სისტემის ჩამოშლის დასაწყისია“ – რომან გოცირიძე თიბისი ბანკის საქმეზე
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე თიბისი ბანკში პროკურატურის შესვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „რუსეთში ოლიგარქები არ უყვარდა ხალხს, ან რატომ უნდა ყვარებოდათ. ამ სიძულვილზე ააგო პუტინმა თავისი მოქმედების ტაქტიკა და ზოგი გაანადგურა (პოლიტიკურად ამბიციურები) და ზოგიც თავის სამსახურში ჩააყენა. „იუკოსის“ და ხადარკოვსკის კამპანიის წარმატებით დამთავრების შემდეგ გახდა პუტინი ფაქტობრივად რუსეთის იმპერატორი. როცა […]










