“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერაფერი გაიგო, დარწმუნებული ვარ, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!”- ჩუგოშვილი

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერაფერი გაიგო, დარწმუნებული ვარ, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!"- ჩუგოშვილიპარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.

„მე არ ვიცი საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!

მოსამართლეების კანდიდატების, მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმ