დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პიროვნება უსახლკარო არ ყოფილა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. „ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნიკა მელია – „გიგა ბოკერია უსინდისო ყოფილა “
ნიკა მელიამ „ტვ პირველზე” გიგა ბოკერიას უსინდისო უწოდა. “ენმ”-ის თავმჯდომარის გაღიზიანება ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ მელიამ შიმშილობით გაიხანგრძლივა ლიდერობა. „ვინ იგულისხმა გიგა ბოკერიამ ლიდერში, თუ ასე თქვა ასე გაიხანგრძლივაო უსინდისო ყოფილა. სადმე თუ მექნება შესაძლებლობა უნდა მოისმინოს პირადადაც, თუ ეს მართლა აქვს მას ნათქვამი. ადამიანები ცდილობენ რაღაც ნიშის მოძებნას ოღონდ ეთერში მოხვდნენ.” […]
ანა ჯანიაშვილი – “სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გონება დაკარგა”
სახალხო დამცველის წარმომადგენლის ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა და პროცესი შეჩერდა. როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით, უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი განახლდება თუ არა. „მე დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან […]
სალომე ზურაბიშვილი – “როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, მიუღებელია “ოცნების” მიერ ლონდა თოლორაიას მიმართ ასეთი მოპყრობა!”
მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. „მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი […]
სააკაშვილი – “პრეზიდენტებს ზურაბიშვილს და მარგველაშვილს ისტორიული როლის შესრულება შეუძლიათ”
ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა გიორგი მარგველაშვილთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მარგველაშვილმა თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. „პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა […]
მარგველაშვილი – “3 პრეზიდენტის შეხვედრა ძალიან ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიმაჩნია”
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ამის შესახებ მარგველაშვილმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სწორედ პუტინის პირადი ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს „ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი“. „ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ის არის საქართველოში […]
ზურაბ აზარაშვილმა ქალიშვილს 250.000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა – რა ქონება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს
ჯანდაცვის ახალ მინისტრს, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ზურაბ აზარაშვილს, ქონებრივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას აქვს შევსებული. 2017 წელს მან თბილისში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 2019 წელს კი შვილს, მარიამ აზარაშვილს ასევე თბილისში, 250.000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა. ზურაბ აზარაშვილმა 2018 და 2019 წლებში ორი […]
მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა
სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. ის რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3 საათითაა განსაზღვრული. ორი პრეზიდენტის საუბრის თემა სავარაუდოდ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებს შეეხება. მარგველაშვილი ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში […]
“ჩემი სამსახურის გაუქმებას რამდენიმე მიზეზი აქვს” – ლონდა თოლორაიამ 2 კვირის წინ შვილი გააჩინა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია “ოცნების” ახალი ინიციატივის შემდეგ “მთავარ არხთან” პირველ კომენტარს აკეთებს. ის ექსკლუზიურ კომენტარში გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებს არ უარყოფს და ამბობს, რომ ის რომელიმე ერთ ფაქტთან არაა დაკავშირებული. “როგორც პოსტში დავწერე, ეს ინფორმაცია არ მქონდა, ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა “ინტერპრესნიუსიდან” ისევე, როგორც სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის გახდა ცნობილი ეს ამბავი, შესაბამისად […]
რატი ბრეგაძე ლონდა თოლორაიას უჩივის
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წინააღმდეგ პროცესი ჩანიშნა. სარჩელის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. რატი ბრეგაძე ლონდა თოლორაიას იმ დასკვნას ასაჩივრებს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება უკანონობა იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას მაკონტროლებელი უწყების არსებობა მოქმედების თავისუფლებაში ხელს უშლის. ბუნებრივია, მაკონტროლებელი “ქართულ ოცნებას” არ უნდა და არ აწყობს, რომ რაიმე ფორმით ვინმე […]










