მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდასამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. ის რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3 საათითაა განსაზღვრული.

ორი პრეზიდენტის საუბრის თემა სავარაუდოდ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებს შეეხება. მარგველაშვილი ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის ნებართვის პროცედურებს გადის.

იპნ