„ეს პოლიტიკური დიქტატურის და ფინანსური სისტემის ჩამოშლის დასაწყისია“ – რომან გოცირიძე თიბისი ბანკის საქმეზე

„ეს პოლიტიკური დიქტატურის და ფინანსური სისტემის ჩამოშლის დასაწყისია“ - რომან გოცირიძე თიბისი ბანკის საქმეზეფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე თიბისი ბანკში პროკურატურის შესვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„რუსეთში ოლიგარქები არ უყვარდა ხალხს, ან რატომ უნდა ყვარებოდათ. ამ სიძულვილზე ააგო პუტინმა თავისი მოქმედების ტაქტიკა და ზოგი გაანადგურა (პოლიტიკურად ამბიციურები) და ზოგიც თავის სამსახურში ჩააყენა. „იუკოსის“ და ხადარკოვსკის კამპანიის წარმატებით დამთავრების შემდეგ გახდა პუტინი ფაქტობრივად რუსეთის იმპერატორი. როცა ფინანსური სადავეები საბოლოოდ ჩაიგდო ხელში, მერე გაბედა ბევრი რამ, მათ შორის საქართველოსთან ომი და ყირიმის მიერთება.

რაც საქართველოში ხდება, ეს არის ამ სქემის მსგავსი რამ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინმეს პიროვნულად მოსწონს ხაზარაძე თუ „ალერგია აქვს“ ბანკებზე. გადაუვლის დიდ ბიზნესს (თანაც პოლიტიკურად მის მომხრეებს) -გადაუვლის მთელ ქვეყანას.

იმ ინფორმაციამ, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პრესაში „გაჟონა“, არის ტყუილ-მართალის ნაზავი. ეს ჩანს მისი ”ფინანსური სურათიდან”.

თუ ყველფერი ”იუკოსის” სქემით წარიმართა, ეს პოლიტიკური დიქტატურის და ფინანსური სისტემის ჩამოშლის დასაწყისი იქნება.“