„თიბისი ბანკის“ საქმე – გამოძიებამ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხა

„თიბისი ბანკის“ საქმე - გამოძიებამ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხამთავარ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე დღეს კომენტარი გაკეთდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

„მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. დაიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, ნაწილი გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაიკითხება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 194-ე მუხლით, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის”, – განაცხადა პროკურორმა.