კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა. ჩიქოვანი მამუკა ბახტაძის მრჩეველი სტრატეგიული მიმართულებით იქნება. ჩიქოვანი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2009 წლიდან თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი იყო. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან პარტია დატოვა. ნიუპოსტი

გედევან ფოფხაძე – “სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით სააკაშვილის ეპოქას დავაბრუნებთ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, „სააკაშვილის ეპოქა დაბრუნდება“. მისივე თქმით, არ შეიძლება კაბინეტში განმარტოებული იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ დასახელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, თან ყველანაირი წინაპირობის გარეშე. „ერთიან პოზიციაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია – პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია. ეს პროცესი მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, […]

კონსტანტინე გამსახურდია – “ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება მთელ ქვეყანას სჭირდება”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია ცოტა ხნის წინ კლინიკაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მანამდე ის “ახალ თაობას” ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაზე ესაუბრა. – რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა? – საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც სამართალი ყოველთვის პოლიტიკისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მძევალი არის, ასეთი მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება არ ხდება ცალსახა […]

სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები დაასახელა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები დაასახელა. ესენი არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია; ქეთევან მახარაშვილი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეთნიკურ უმცირესობებთან საკითხებში და ტერიტორიული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაციის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის პრესსპიკერი. დიმიტრი გაბუნია – საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრიდისი – შშმ პირების საკითხებში მრჩეველი; ნათია სულავა – დიასპორის და  მოქალაქეობის საკითხებში მრჩეველი; აკია ბარბაქაძე – სამხედრო საკითხებში […]

ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლა თამარ ჟვანია აირჩიეს.მას 8 ხმა აქვს. ლადო ბოჟაძეს – ერთი. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღა თავად თმარ ჟვანიას და ასევე, ოპოზიციის ორ წარმომადგენელს. ვლადიმერ ბოჟაძისა და თამარ ჟვანიას გარდა, ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის მარიამ შელეგიაც იბრძოდა, რომელსაც არც ერთი ხმა არ მიუღია. თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს, ხუთი წლის ვადით, მეორედ იკავებს

სანდრო ბარამიძე თავისუფალი დემოკრატი გახდა

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა, – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და „თავისუფალმა დემოკრატებმა“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, […]

ვახტანგ ძაბირაძე – “დღევანდელ ხელისუფლებაში გახარია საკვანძო ფიგურაა”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლაზე და მის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. რას გამოყოფდით ამ გამოსვლიდან, გაართვა თავი გახარიამ? – მიუხედავად იმისა, მმართველობის რა ფორმაა ქვეყანაში, პარლამენტი ყოველთვის იყო განმსაზღვრელი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის. პარლამენტს აქვს […]

კახა კოჟორიძე – „პასუხისმგებლობის მხოლოდ კირკიტაძისთვის დაკისრება შერჩევითი სამართალის ნიშნებს აჩენს“

16 დეკემბერს თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა ოპოზიციას თელავამდე ჩასვლის საშუალება არ მიეცა. მათ სამართალდამცავებმა ბარიერები შეუქმნეს და სათადარიგო გზით ჩასვლა შესთავაზეს, რასაც ოპოზიცია არ დათანხმდა. 17 დეკემბერს კი ოპოზიციონერი დავით კირკიტაძე დააკავეს. ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი კონსტიტუციური უფლების – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს. […]

სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილ დუელში გამოწვია – “თითო ტყვია იქნება ჩვენს იარაღებში”

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს რეალურ დუელში იწვევს. “ოქრუაშვილს ერთი ადგილი აეწვა, ცდილობს საზოგადოებას გააგებინოს – ნახეთ რა კაცი მებრძვის, რომელმაც შუამავალი გამომიგზავნა ფულზე. ეს არის სიცრუე. ხო შეეძლო ეს ერთი წლის წინ, ორის, შვიდი წლის წინ ეთქვა…”- აცხადებს რობაქიძე. მისი თქმით, ოქრუაშვილი დასაჭერების “შავ სიაშია”. რობაქიძის სურვილია, დუელი ტელევიზიების […]

“გრიგოლ ვაშაძემ დაამტკიცა, რომ სააკაშვილის მონა არ არის”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, გურჯაანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დავით კირკიტაძეს. ნაცმოძრაობა მწვავედ აკრიტიკებს როგორც პოლიციას, ისე სასამართლოს. რამდენად ობიექტური იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად სწორად იქცევა ოპოზიცია? – ჩემი აზრით, საჭირო ნამდვილად არ იყო შეხტომა პოლიციის კორდონზე იმ დღეს. ბუნებრივია ოპოზიციის სურვილი, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს […]