კატეგორია: პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე ანრი ოხანაშვილს ეჩხუბა – ”ნუ ეკვეხები, რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში!”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს არაერთი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას, რომელიც დავით ჭიჭინაძის განცხადებას მოჰყვა. მისი განცხადებით, თანამდებობიდან არა ეკა ბესელია, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა წასულიყო.„ვფიქრობ, მოსახლეობა ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა თქვენს გადადგომას. პირდაპირ ვიტყვი, მეგონა, თქვენზე ადრე პარლამენტის თავმჯდომარე გადადგებოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. დეპუტატს […]

ვის ემუქრება ეკა ბესელია – ”რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა”

ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც კილაძემ აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ ხდება კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბესელიას გადადგომის საკითხის მოსამართლეობის კანდიდატების თემასთან დაკავშირება, როცა ბესელიას მიერ […]

„ვანო ზარდიაშვილს ამ კომიტეტს ვერ დავუტოვებდი“ – ახალი დაპირისპირება მმართველ გუნდში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თანამდებობიდან გადადგა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ბესელიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზარდიაშვილმა მასთან მისი მოადგილეობიდან წასვლის შესახებ განცხადება შეიტანა და დასძინა, რომ მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ამ თანამდებობას ვანო ზარდიაშვილს ვერ დაუტოვებდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ […]

ეკა ბესელია მოსამართლეთა ჩაგდებულმა სიამ შეიწირა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 14:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა. სავარაუდოდ, სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გააკეთებს ეკა ბესელია განცხადებას მისი კომიტეტიდან წასვლის თაობაზე. არსებული ინფორმაციით, კომიტეტს ტოვებს ასევე ეკა ბესელიას მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც. გავრცელებული ინფორმაციით იურიდიულ კომიტეტში ცვლილებების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკავშირდება, რომელიც გუშინ პარლამენტმა ჩააგდო. მმართველი გუნდის წევრები ღიად აკრიტიკებდნენ წარდგენილ სიას და ამბობდნენ, რომ […]

გიორგი აბაშიშვილი 14 იანვრიდან საქართველოში გაეროს კონსულტანტი იქნება

გიორგი აბაშიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “მეგობრებო ერთი კარგი სიახლე: მაქვს პატივი დავიწყო მუშაობა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ახალი პროექტის ფარგლებში გაეროს მხრიდან ეროვნულ კონსულტანტად საქართველოში. პროექტს შესაბამისი დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის განყოფილება ახორციელებს და ძირითადი გუნდი სათაო ოფისის ბირთვის გარდა რვა ქვეყანის ეროვნული კონსულტანტისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის […]

ანა დოლიძემ შეიძლება მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი. როგორც ანა დოლიძემ imedinews-ს უთხრა, ის არაფერს გამორიცხავს. დამატებით ამ თემასთან დაკავშირებით ანა დოლიძე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის საბჭომ ანა დოლიძის საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით შესაძლოა პრეზიდენტს მიმართოს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილი […]

ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ტოვებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ამის შესახებ 1tv.ge  წერს. “პირველი არხის” ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს. ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა და უცნობია, რას უკავშირდება ბესელიასა და ზარდიაშვილის გადაწყვეტილება. […]

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეების საკითხის განხილვა გადადო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესება – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უახლოეს სესიაზე არ მიიღებს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის მიერ გამოითქვა ინიციატივა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით: „საქართველოს პარლამენტი უახლოეს სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება […]

გია ხუხაშვილი – “აქედან იწყება რევოლუციური პროცესები”

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლის წარდგენით წითელი ხაზი გადაკვეთა, რითაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესები დააჩქარა. “ნდობა დაიკარგა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეს არჩევნებზეც გამოჩნდა. კომპრომეტირებულმა, მისჯილმა პარტიამ არჩევნები კინაღამ მოიგო, აქამდე დავეცით. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნდობა დაიკარგა, ეს ყველაზე კარგად არჩევნებზე გამოჩნდა. კინაღამ კომპრომეტირებულმა, მისჯილმა პარტიამ მოიგო არჩევნები, აი აქამდე დავეცით. და ეს ყველაფერი […]

ნინო ლომჯარია მოუწოდებს პარლამენტს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვა

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი, – ასე ეხმაურება ომბუდსმენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დასახელებას. ომბუდსმენი პარლამენტს ასევე მოუწოდოს, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე […]