კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა დააკავონ

ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა დააკავონ. თავდაცვის ექსმინისტრს უკვე შეუთვალეს, რომ უნდა გააკეთოს არჩევანი ციხესა და დუმილს შორის. ოქრუაშვილმა კარტების გახსნა და მძიმე პოლიტიკური გაზაფხული დაანონსა. სკანდალური ამბების გახმაურებას ის დღეიდან დაიწყებს. 21:00 საათზე „შაბათის კურიერში“ ოქრუაშვილი მოყვება, რა გარიგებას სთავაზობდა ბუტა რობაქიძის მამა და რას პასუხობს ბრალდებებზე სოსო რობაქიძე. მან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ოქრუაშვილი დუელში გამოიწვია. […]

პარლამენტმა ზურაბიშვილს დაუჯერა – ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე მზად არის და ორშაბათიდან მისი დაჩქარებული წესით დაიწყება. 21 დეკემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდეს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, სისხლის […]

სალომე სამადაშვილი – “კირკიტაძე ხელისუფლების სამიზნეა”

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ დატოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და ნაციონალური მოძრაობა რას აპირებს სამომავლოდ. – ქალბატონო სალომე, თქვენ მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან პიროვნული უთანხმოებით არის გამოწვეული თუ მართლაც არ არის სამუშაო გარემო? – ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც […]

გახარია – “ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა, რაც აქ ხდებოდა”

სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიამ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და უმცირესობა საგამოძიებო კომისიის იდეის დაზიანებაში დაადანაშაულა. შს მინისტრმა ოპოზიციას მიმართა, რომ იმედი აქვს, “პასუხისმგებლობა ეყოფათ და საპარლამენტო […]

გახარია – „დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ”

„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს,” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის დროს გააკეთა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას განუცხადეს, რომ ხელისუფლება ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, დავით კირიკიტაძე კი დაკავებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას აპირებდა, რასაც […]

თამარ ჟვანია, ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია – პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარადგინა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი თამარ ჟვანია, ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია წარადგინა. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა. წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა” – […]

გახარია – ”არჩევნებზე გამოძიება ძირითადად მმართველი პარტიის წევრებზეა დაწყებული”

წერილების გაგზავნა ჩვენც კარგად ვიცით. ჩვენც კარგად გავგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში წერილებს, რომელიც დაადასტურებს თუ სად, როგორ, რატომ ჩაიდინა არჩევნებთან დაკავშირებით დანაშაული, ვინ იყო დასჯილი და ვინ არა, – ამის შესახებ პარლამენტში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, კარგად ესმის საერთაშორისო დონეზე რა განხილვები იქნება არჩევნებთან დაკავშირებით. „ჩვენც კარგად გვესმის საერთაშორისო დონეზე როდის, სად, რა […]

“სად არის ჩემი შვილის მკვლელი? – ეს არის მთავარი კითხვა” – სარალიძე პარლამენტში მივიდა

გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამაც დაესწრება. სად არის მისი შვილი მკვლელი – ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს შვილმოკლული მამა წელიწადია ითხოვს. “ყოველდღე მე შს სამინისტროსგან და პროკურატურისგან სიახლეებს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერია გაკეთებული ბოლო სამი თვის განმავლობაში. ამის გამო ვარ ჩამოსული პირადად დავესწრო და მოვუსმინო მინისტრისა და დეპუტატების […]

მოზარდების მკვლელობის საქმე, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და რეპრესიები – პარლამენტში მწვავე დებატებია მოსალოდნელი

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კანონმდებლების წინაშე 14:00 საათზე წარსდგება. მინისტრს ოპონენტების მწვავე კრიტიკის და კითხვების მოსმენა მოუწევს. ხელისუფლების ოპონენტებს გახარიასთან არაერთი შეკითხვა აქვთ, იქნება ეს ოპოზიციის რეპრესიები, ველისციხესთან განვითრებული მოვლენები, არჩევნების გაყალბების ფაქტები თუ თავად მინისტრის როლი წინასაარჩევნო კამპანიაში. თინა ბოკუჩავას თქმით, გიორგი გახარია დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს. „ვკითხავთ მას რატომ არ გამოიძიეს […]

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს – “გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე – სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტის მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდეს. “როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო […]