თამარ ჟვანია, ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია – პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარადგინა

თამარ ჟვანია, ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია - პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარადგინაპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი თამარ ჟვანია, ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია წარადგინა.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა.

წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა” – აღნიშნულია ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.