შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივა, ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ავრცელებს. საპარლამენტო უმცირესობა ხორავას ქუჩის საქმესთაბ დაკავშირებით, იმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს:
„მიუხედავად ბევრი მოტყუებისა შინაგან საქმეთა მინისტრი აპირებს, რომ მოვიდეს პარლამენტში. და შესაბამისად ჩვენც წლის ბოლომდე გვექნება ამ კონკრეტული დადგენილების განხილვა. ველოდებით ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლას და მისი მხრიდან პასუხების მოსმენას. ეს თემა აუცილებლად იქნება დღის წესრიგში კიდევ დიდი ხანი მანამ სანამ ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული პასუხები არ ექნება საზოგადოების მიმართაც და ჩვენს მიმართაც. იმიტომ რომ ეს არის კითხვები რომლებიც არ განელებულა. და მათ თუ იმედი აქვთ რომ ახლა რაღაც პოლიტიკური პიკი გადავიდა და ახლა ხალხს დაავიწყდა ის პრობლემა რასაც ჰქვია ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობა და ამის მერე არ გამოძიება ძალიან ცდებიან. ეს ამბავი იქნება დღის წესრიგში აუცილებლად,”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ნიუპოსტი

