ლევან იზორიას ფეშენებელური სახლები და დამალული ფული – თავდაცვის მინისტრი ამხილეს

ლევან იზორიას ფეშენებელური სახლები და დამალული ფული - თავდაცვის მინისტრი ამხილესსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფულის დამალვაში ამხილეს . არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ლევან იზორიას შემოსავლები და ხარჯები შეამოწმა. შედეგად დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებულ „ართველი მილიონერების“ უბანში ორი ფეშენებელური სახლის მშენებლობის დროს ლევან იზორია დეკლარაციაში არ წერდა, თუ რა უჯდებოდა თითო სახლის მშენებლობა, ამას კი მას კანონი ავალდებულებდა.

თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციის მკვლევარებს აუხსნეს, რომ იზორია სახლებს ნელ-ნელა აშენებდა და ის ყველა მომდევნო ეტაპზე 1500 ლარზე მეტს არ ხარჯავდა.

„ცალკე არცერთი არ ყოფილა 1500 ლარზე მეტიო. ეს ჯერ ეს ერთი, რომ ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება 2 თუ 3 სართულიანი სახლი ისე ააშენო , რომ არცერთი ცალკე აღებული ხარჯი არ გქონდეს 1500 ლარზე მეტი, თითო აგურს ხომ არ ყიდულობდა, თითო კაფელს, მაგრამ ასეც რომ იყოს კანონში ასე არ არის, კანონში არის, რომ თუ მთლიანობაში ამ სახლის მშენებლობის ხარჯები წლის განმავლობაში 1500 ლარზე მეტი და ცხადია იყო, უნდა იყოს მითითებული.

არ აქვს მნიშვნელობა, მართლა თითო-თითო აგური რომ ცალ-ცალკე ეყიდა და 1500 ლარი ერთბაშად არაფერზე არ დაეხარჯა, მაინც უნდა მიეთითებინა ჯამში ამ სახლის მშენებლობის ხარჯები, რაც არ არის მითითებული.

ცალსახად საქმე გვაქვს ახლა ინტერპრეტაციის საქმეა და არ ვიცით მან განზრახ გააკეთა , არ ცოდნით მოუვიდა, რაღაცის დამალვა სცადა, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი დაარღვია. კანონის მოთხოვნა დაარღვია და არ მიუთითა ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეთითებინა.

ეს წესით უნდა იყოს, რა თქმა უნდა შესაბამისი შესწავლის საგანი ხო ანუ საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა შეხედოს, შეიძლება დაიწყოს მისის დეკლარაციების საერთოდ ბოლო წლების დეკლარაციების გადამოწმება, როგორც წესი ვთქვათ ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი დარღვევა როცა ჩანს დეკლარაციაში, შეიძლება იყოს საფუძველი, რომ ზოგადად უკვე მთლიანად ჩახედოს შესაბამისმა უწყებამ,“ – ამბობს “გამჭვირვალობა -საქართველოს” წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე.