ვინ შეცვლის ბახტაძეს – გახარია თუ ცქიტიშვილი

ვინ შეცვლის ბახტაძეს - გახარია თუ ცქიტიშვილისალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში დიდი წმენდაა მოსალოდნელი.

სავარაუდოდ, პრემიერი მამუკა ბახტაძე პოსტს დატოვებს. ამბობენ, რომ თანამდებობას დატოვებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.

თუ ბახტაძეს გადააყენებენ, პრემიერი შესაძლოა, შს მინისტრი გიორგი გახარია გახდეს. გახარიას შესაძლო გაპრემიერებაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, სანამ ამ პოსტს ბახტაძე დაიკავებდა.

ასევე, არსებობს ვერსია, რომ ბახტაძე შესაძლოა, მაია ცქიტიშვილით ჩაანაცვლონ, რომელიც  ამჟამად ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელია, როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ის ივანიშვილის დიდი ნდობით სარგებლობს და ალბათ, ამ ნიშნით განიხილება პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურა.

კიდევ ერთი საკადრო ცვლილება, დიდი ალბათობით, ფინანსთ სამინისტროს შეეხება – ივანე მაჭავარიანის მოხსნის შემთხვევაში, მის პოსტს, დიდი ალბათობით, მიხეილ დუნდუა დაიკავებს.

დუნდუაც, ცქიტიშვილის მსგავსად, ივანიშვილის ნდობის აღჭურვილი პირია. სხვათა შორის, დუნდუას გვარი გამოჩნდა „ომეგა ჯგუფის“ საქმეშიც – ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერის თანახმად, სწორედ დუნდუაა ის პირი, რომელიც „ომეგასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ითხოვს, რომ  თუ ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლების პირობებს დათანხმდება და „ოცნებისთვის“ სასურველ ინტერვიუს მისცემს, „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები მოუგვარდება.

ნიუპოსტი