კატეგორია: პოლიტიკა

 ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილს წარადგენს

 ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილს წარადგენს

„მთავარი არხისთვის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავრობა ჯანდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატურაზე მსჯელობს – ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მისი კარიერაც, ისევე, როგორც მინისტრების უმრავლესობის, “ქართუ ბანკში” იწყება. ზურაბ აზარაშვილი პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ზურაბ აზარაშვილი ჯერ “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე თვეში “დელტას” ხელმძღვანელად, ახლა კი მინისტრის მოადგილის პოსტს […]

გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5.500 ლარამდე გაეზარდა

გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5.500 ლარამდე გაეზარდა

გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5.500 ლარი ექნება. “ოცნების” საკრებულომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა და ანაზღაურება თითქმის 100%-ით გაუზარდა საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებსაც. გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარი იქნება. ჩინოვნიკების ხელფასების გარდა, იზრდება აიპების დაფინანსებაც. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია ენმ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი  ბიუჯეტი მთლიანად ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და პარტაქტივის […]

მარგველაშვილი სააკაშვილთან ორშაბათს, 12:00 საათზე შევა

ნანუკა ჟორჟოლიანი - „გიორგი მარგველაშვილი მიშასთან შეხვედრას ითხოვს“

რგსაქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორშაბათს, 27 დეკემბერს, 12:00 საათზე შევა. “პირველების” ინფორმაციით, სააკაშვილსა და მარგველაშვილს აუდიენციისთვის 3 საათი ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ორშაბათს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი სასამართლოა ჩანიშნული. მარგველაშვილთან შეხვედრის გამო, დიდი ალბათობით, სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს 20 […]

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს” წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და პარტია „საქართველოს” წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, 1 ბიულეტენი კი ბათილი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ქართული ოცნების” წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს […]

„ეკლესია დუმს სააკაშვილის პატიმრობაზე“ – მოშიმშილე მღვდელი რამინ თარაშვილი

„ეკლესია დუმს სააკაშვილის პატიმრობაზე“ - მოშიმშილე მღვდელი რამინ თარაშვილი

„ჩემი აქ ყოფნით მინდა მაგალითი მივცე ბევრ სასულიერო პირს, რომ ძნელბედობის ჟამს ქვეყანას და ერს დაუდგნენ გვერდით“, – ამის შესახებ უკრაინაში მოღვაწე ქართველმა სასულიერო პირმა, მამა რამინ თარაშვილმა განაცხადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ტერიტორიაზე, 300-მდე ადამიანთან ერთად შიმშილობს. სასულიერო პირის თქმით, სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე ეკლესიის დუმილი დაუშვებელია. „მე, როგორც […]

გახარია – “სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა “ოცნებასთან” შეთანხმებას ხელს უშლის”

გახარია - "მე და სააკაშვილი ვაშინგტონში 1 სასტუმროში ვიყავით 1 ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია"

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ეროვნული შეთანხმების პროცესს აფერხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება ზეპარტიულ საკითხებზე მოხდეს და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას, ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საგარეო […]

მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცა

მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცა

გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა – განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს. ინფორმაციისთვის: გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა […]

გიგი უგულავა შიმშილობის აქციას ვერ უერთდება

უგულავა - "პოლიციამ სამთავრობო კვარტალი გეტოდ აქცია"

„ამ ეტაპზე, შიმშილობის აქციას ვერ ვუერთდები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ამცდება“, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, შიმშილობის მასობრივი აქცია სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება. „საქართველოს მესამე პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება მუდმივად ციხეში, მას საერთოდ წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამიტომ პირველი კომპონენტი, როგორც გითხარით, არის მოლაპარაკებები, დიალოგი შეთანხმებისთვის და ამაში ჩვენ ვმონაწილეობთ; მეორე […]

ნაციონალების ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები გაშალეს

ნაციონალების ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები გაშალეს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში კარვებს შლიან, სადაც პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას გეგმავენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ორი კარავია გაშლილი. მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ამ დროისთვის პარტიის ოფისში იკრიბებიან პარტიის წევრები და მხარდამჭერები. კონკრეტულად ვინ შეუერთდება პროტესტის […]

სალომე ზურაბიშვილი – “მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო”

სალომე ზურაბიშვილი - "მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო"

“მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა. “დღეს საზოგადოება დაიღალა […]