“ძველი ბიჭები” და ე.წ. “კაჩაობა” პოლიციის თვალწინ – დაძაბული ვითარება კრწანისის მე-17 საარჩევნო უბანზე

"ძველი ბიჭები" და ე.წ. "კაჩაობა" პოლიციის თვალწინ - დაძაბული ვითარება კრწანისის მე-17 საარჩევნო უბანზე“ძველი ბიჭები” და ე.წ. “კაჩაობა” პოლიციის თვალწინ – თბილისში, კრწანისის მე-17 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო დარღვევების მონიტორინგისთვის შექმნილ სპეციალურ საიტზე dzalaertobashia.ge-ზე კრწანისის N17 უბანზე დარღვევების შესახებ არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც თვივთმხილელები იუწყებიან, კრწანისში, აღნიშბულ უბანზე კენჭისყრის შენობაში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, გაშლილი აქვთ სამაგიდო სიები, მობილიზებულები არიან უბნის „ძველი ბიჭები“, მათ შორის დამკვირვებელი ვინმე ცოტნე აგინებს და სიტყვისრ შეურაცხოფას აყენებს „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის“ დამკვირვებელს.