ჩუგოშვილი – ”ოცნების” დეპუტატმა კანონი დაარღვია”

ჩუგოშვილი - ”ოცნების” დეპუტატმა კანონი დაარღვია”პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ამ დროისთვის დიდი მონიტორის მონტაჟი მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ოფისში ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეკრანზე საარჩევნო შედეგების ნახვას გეგმავენ.

თამარ ჩუგოშვილმა დარღვევებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.

„მე მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა. ის მიყვება ამომრჩეველს საარჩევნო ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევა არის და აუცილებელია, რომ ამ დარღვევასაც მოყვეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რუსთავი 2