პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შესამცირებელია. – რა შეხების წერტილებსა და რა შერიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ერთი მხარე ამბობს, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკური თამაშიდან, მეორე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ უნდა განთავისუფლდეს ციხიდან და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. აქ, სადმე არის შეხების წერტილი?! – ნიკა […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნათია თურნავა წლის ბოლომდე თანამდებობას დატოვებს
„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ახალ წლამდე თანამდებობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დატოვებს. „შაბათის ფორმულას“ წყარომ უთხრა, რომ თურნავას 2022 წლიდან პოსტზე მისი პირველი მოადგილე, ოთარ დანელია ჩაანაცვლებს. წლების წინ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. თავად დანელია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ადამიანები, რომლებიც ივანიშვილ-ღარიბაშვილის ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, ფიქრობენ, რომ პრემიერი ამ […]
შეხვდება თუ არა ზურაბიშვილს სააკაშვილის ბიძა
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მესამე პრეზიდენტის ბიძა – თემურ ალასანია “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს “მშვენივრად, კარგად” იცნობს. თემურ ალასანია აცხადებს, რომ ზურაბიშვილს კრიზისის მოგვარება შეუძლია. პრეზიდენტის ბიძა აღნიშნავს, რომ მოქმედ პრეზიდენტთან ურთიერთობას პროტოკოლის დაცვა სჭირდება. კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება მის ხელში იყოს, თუ პრეზიდენტი გამოიჩენს მოქალაქეობასა და […]
„ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ“ – ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერად დასახელების მომენტში დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას გეგმავდნენ, ღარიბაშვილმა კი ქვეყანაში წესრიგი დაამყარა და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა: “მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო ხელოვნურად აწეული და დესტრუქციული ძალები […]
„როდესაც 2008 წლის ომი გადავიტანეთ, სააკაშვილი არ იყო ასეთი ნაზი არსება” – სოზარ სუბარი
„წამოვიდა ახალი თემა, რომ სააკაშვილს პოსტტრავმული სინდრომი და დეპრესია აქვს – როდესაც 2008 წლის ომი გადავიტანეთ, არ იყო ასეთი ნაზი არსება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სუბარის თქმით, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, დრო გამონახა, რომ წასულიყო გერმანიაში. „წამოვიდა ახალი თემა, რომ აქვს პოსტტრავმული სინდრომი და დეპრესია. […]
“ხაზარაძეს დაიჭერენ და მან რეიტინგით ნაციონალებსაც შეიძლება გადაასწროს” – შალვა ხაჭაპურიძე
უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის საქმეზე საუბრობს. – როგორც იურისტს, ხაზარაძის საქმეზე რისი თქმა შეგიძლიათ? – ამ საქმის მასალებს ასე თუ ისე ვიცნობ. წაკითხული მაქვს უცხოელი ქალის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მან ხაზარაძის საქმეზე გააკეთა, თუ ამ დასკვნით ვიხელმძღვანელებთ, ხაზარაძის და ამ ორი პირის ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება. რაც შეეხება იმას, დაიჭერენ თუ […]
ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხვდება
„მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხვდება. ცნობილია, რომ ხვალ დილით საქართველოს პრემიერი მთავრობას და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ანგარიშს უკავშირდება ღარიბაშვილ-ივანიშვილის დღევანდელი შეხვედრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სალომე ზურაბიშვილი: „3 წელი დამრჩა და ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო“
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თავს ვალდებულად თვლის შერიგების პროცესი დაიწყოს: „ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს [შერიგების] პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან […]
„ველოდებოდი, როდის გაბრაზდებოდა სალომე ზურაბიშვილი“ – ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს “ტვ პირველთან” და ამბობს: “ჩემი მთავარი ამოცანა არის და იქნება ის, რომ არც ერთმა თემამ არ გადაფაროს ვადამდელი არჩევნები, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის გამოსავალი. მე ვშიშობ, არ მოხდეს, ვიღაცეების მხრიდან და არ ვგულისხმობ ქალბატონ სალომეს, ამ დიალოგის გამოყენება იმისათვის, რომ გადაიფაროს ვადამდელი არჩევნების თემა და ამ […]
ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. ქართული ოცნების კანდიდატმა საჭირო 14 ხმის მოპოვება ვერ შეძლო. ახლადარჩეულ საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას 12 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 7, გახარიას პარტია საქართველოსთვის – 7, ლელოს კი – 1. ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას კვორუმის შესაქმნელად დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ქართული ოცნების კანდიდატმა, ჯუმბერ […]










