“ხაზარაძეს დაიჭერენ და მან რეიტინგით ნაციონალებსაც შეიძლება გადაასწროს” – შალვა ხაჭაპურიძე

"ხაზარაძეს დაიჭერენ და მან რეიტინგით ნაციონალებსაც შეიძლება გადაასწროს" - შალვა ხაჭაპურიძეუფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის საქმეზე საუბრობს.

– როგორც იურისტს, ხაზარაძის საქმეზე რისი თქმა შეგიძლიათ?

– ამ საქმის მასალებს ასე თუ ისე ვიცნობ. წაკითხული მაქვს უცხოელი ქალის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მან ხაზარაძის საქმეზე გააკეთა, თუ ამ დასკვნით ვიხელმძღვანელებთ, ხაზარაძის და ამ ორი პირის ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება. რაც შეეხება იმას, დაიჭერენ თუ არა ხაზარაძეს, მე მგონია, რომ მოსამართლე შეუფარდებს პატიმრობას და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. ავთანდილ წერეთელს, თუ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენენ ადვოკატები, ალბათ სასჯელს გადაუვადებენ.

ხაზარაძეს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, რაც შეეხება, გეტყვით, რომ ოპოზიციური ლიდერებიდან ის ყველაზე კარგად გამოიყურება. აშკარად ჩანს, რომ თავის თავზე ბევრი იმუშავა. თუ კარგ სახეებს შემოიკრებს, ის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური სახე იქნება. თუ დააპატიმრებენ, მით უმეტეს.

– საქართველოში ჩაგრულებს უფრო სწყალობენ?

– კი, ასეა და მას მოუწევს ციხეში ყოფნა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამას დიდი ამბები მოყვება. ახლა კი არის მდორე პროცესი, მაგრამ სიტუაცია უცბად იფეთქებს და ეს არაერთხელ გვინახავს. ხაზარაძე თუ სერიოზულად შეხედავს პარტიული სტრუქტურის მშენებლობას, არ გამოვრიცხოთ, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც გადაუსწროს რეიტინგით. ხაზარაძეს დიდი კავშირები აქვს როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში. ამხელა ბანკის მშენებლობა, ამხელა ინდუსტრიის შექმნა, ასე მარტივი არაა. ხაზარაძე ერთ-ერთ სერიოზულ მოთამაშედ რჩება პოლიტიკურ ბაზარზე.

ძალიან კარგი პოზიციები ჰქონდა გახარიასაც, მაგრამ ის პასიურობს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა