ვახტანგ ძაბირაძე – “ოცნების” და ოპოზიციის შერიგების რესურსს ვერ ვხედავ”

ვახტანგ ძაბირაძე - "ოცნების" და ოპოზიციის შერიგების რესურსს ვერ ვხედავ"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია  შესამცირებელია.

– რა შეხების წერტილებსა და რა შერიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ერთი მხარე ამბობს, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკური თამაშიდან, მეორე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ უნდა განთავისუფლდეს ციხიდან და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. აქ, სადმე არის შეხების წერტილი?!

– ნიკა მელია ამბობს, თანხმობა ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ, თუ როგორ ვმართოთ სახელმწიფო.

– გასაგებია, მაგრამ ასეთი შეთანხმება იყო და უარი თქვეს. შარლ მიშელის შეთანხმება აბა რა იყო?! ამიტომ ვამბობ, რომ სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროცესს. რეალურად თუ არ მოხდა გაცნობიერება, არაფერი არ გამოვა, მაგრამ, მოხდება კი?! თავს დროზე, როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ამბობდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა. მაშინვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ეს არ იყო მარტივი პროცესი. უამრავი რესურსია საჭირო ამისთვის. ბოლოს და ბოლოს, ამაზე პოლონეთმა თქვა უარი. ისტორიის ერთი თავი დახურა და ახალი ფურცლიდან დაიწყო. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. სხვა რაღაცაა ამისთვის საჭირო. ახალი ტიპის სახელმწიფოა ამისთვის საჭირო.

– თუკი დემოკრატიულად დაიწყებ სახელმწიფოს მართვას, შეიძლება მარტივიც კი იყოს.

– ამას ეს ხელისუფლება უკვე ვეღარ შეძლებს. სახელმწიფოს დემოკრატიულად მართვისთვის პოლიტიკური რესურსია საჭირო, რომელიც ნამდვილად ჰქონდა “ქართულ ოცნებას” 2012 წელს, ისევე, როგორც 2003 წელს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა