თამარ ჩუგოშვილი – “არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას, მერიას და შსს-ს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ ეს”

თამარ ჩუგოშვილი - "არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას, მერიას და შსს-ს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ ეს"საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი პარლამენტის წინ კარვების დადგმასთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილი პოლიციას მოუწოდებს გაითვალისწინოს, რომ კანონი კარვის გაშლას არ კრძალავს:
„არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.

მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა.“- წერს ჩუგოშვილი ფეისბუკზე.

2 თვეა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილების მკვლელების და მათი მფარველების დასჯას ითხოვენ. შვილმოკლულ მამებს რამდენიმე მცდელობა ქონდათ, რომ ადგილზე კარვები დაედგათ, სადაც უამინდობისას თავს შეაფარებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძემ მერიას აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების მოთხოვნით მერიას მიმართა, თუმცა მერიისგან პასუხი მიიღო, რომ მათ 7 დეკემბრიდან ადგილი უნდა შეიცვალონ, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნაძვის ხის დადგმა იგეგმება. დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმის მცდელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. კარვების დადგმას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ცდილობდნენ თუმცა სამართალდამცავებმა მათ რამდენიმე კარავი წაართვეს. საბოლოოდ პარლამენტის წინ რამდენიმე კარვის დადგმა მაინც მოხერხდა. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდნენ ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და ბებია. ზაზა სარალიძეს და მის დედას, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.