ლევან ბერძენიშვილი – “არ დამვიწყებია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, ვის რამდენი გადაუხადა 7 ნოემბრის დროს”

ლევან ბერძენიშვილი - "არ დამვიწყებია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, ვის რამდენი გადაუხადა 7 ნოემბრის დროს"2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მაშინ მომიტინგეთა გვერდით იდგა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბრის აქციის დროს კონკრეტულ პირებს აფინანსებდა და სწორედ ეს გახდა “ქართული ოცნების” მხრიდან საქმეების გამოუძიებლობის მიზეზი.
“7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოაკვლია ქართულმა ოცნებამ უბრალო მიზეზის გამო, ვინ სად იყო მაგ დროს და ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ვის აფინასებდა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე დამავიწყდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, მე გადავუხადე იმას ამდენი და ამას ამდენი, ეს არ დამვიწყებია იმიტომ, რომ მოკლე მეხიერება არის ყველაზე მძიმე რამ, რაც ხდება.

როდესაც სხვა ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ექვსი წელია ხელისუფლებაშია და ვერაფერი ვერ გააკეთა გარდა იმისა, რომ ხალხი ეუბნება, მშია და ისინი ეუბნებიან 9 წელი, კაცი ეუბნება, შვილი მომიკლე,ს მკვლელი მიპოვეთ და ისინი ეუბნებიან, ეს არ შეადარო გირგვლიანის საქმეს.

რატომ არ უნდა შევადაროთ, იქაც და აქაც ხელისუფლება იყო ჩარეული, მეტსაც გეტყვით, მაშინ მაღალი დონის ხელისუფლება იყო ჩარეული და იმას ვერ მოერივნენ, ახლა სუბელიანი დონის ხელისუფლებაა ჩართული და იმას ვერ ვერევით“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ნიუპოსტი