შვედეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ

შვედეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენშვედეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები რეგისტრაციის პრობლემებზე საუბრობენ. ემიგრანტების ნაწილმა შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ მიიღოს. რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, ისინი საკონსულოში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, რის შესახებაც საელჩოს უკვე აცნობეს, თუმცა უშედეგოდ, ელჩი ქართველ ამომრჩეველთან საერთოდ არ გამოჩენილა.

ამის ამსახველ მობილურით გადაღებულ კადრებს ერთ-ერთი ემიგრანტი ავრცელებს, რომელიც საელჩოში სამუშაო საათებში შევიდა და კარი არავინ გაუღო. რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა და შვედეთში 40 ამომრჩევლიდან მხოლოდ 3-ია ამ დროისთვის რეგისტრირებული.

რუსთავი 2