„ყველა სიცრუის და დაპირების სათავე თვითონ ბიძინა ივანიშვილია,“ – ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო განათლების სპეციალისტმა არინა თავაქარაშვილმა გადაცემა არჩევანში ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის და ამომრჩევლისთვის ყოფილი პრემიერის გამოსვლა არის მიუღებელი, რადგან მან არ შეასრულა ის დაპირებები, რომლებიც 2012 წელს ამომრჩეველს მისცა. არინა თავაქარაშვილის განცხადებით, მისი მიმართვა არის მცდელობა, რომ როგორმე მოიპოვოს საკმარისი ხმები სალომე ზურაბიშვილის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ვახტანგ ძაბირაძე – “ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელი აღარ მუშაობს”
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ის რეალობა, რომელიც არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, “ქართულმა ოცნებამ” რამდენად გააანალიზა? – ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ამ შედეგებმა აჩვენა, მაგრამ მთავარი არის, რამდენად სწორად აკეთებს ამის ანალიზს. რამდენად იპოვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს. პირველი რეაქციები უკვე იყო. თუნდაც კანაფის შესახებ კანონპროექტი, […]
გოჩა მირცხულავა – ”ირაკლი კობახიძე და დიტო სამხარაძე შეიძლება დაიჭირონ – ლაშა გოგიას პარლამენტის თავმჯდომარე მფარველობდა”
“ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდისთვის ემზადებიან. ამ წმენდის ფარგლებში შეიძლება რამდენიმე მაღალჩინოსნის თავი გაგორდეს. არაა გამორიცხული, თავგასაგორებელთა სიაში პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატი დიტო სამხარაძეც მოხვდნენ. რა კავშირი აქვთ მათ ზუგდიდის ყოფილ მერთან, როგორ და სად გაქრა ივანიშვილის ფულები, ვინ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს პრეზიდენტების კანდიდატების რეიტინგებთან დაკავშირებით? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა […]
ძირეული ცვლილებები ოცნებაში – კალაძეს და კობახიძეს შესაძლოა თანამდებობები დაატოვებინონ
მმართველ გუნდში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები პარტიის გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს შეეხება, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიულ თანამდებობებს დატოვებენ, თუმცა პოლიტსაბჭოში დარჩებიან. ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საკუთარ მიმართვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილს გვარები არ დაუკონკრეტებია თუმცა განაცხადა, რომ პარტიაში ძირეული ცვლილებები იგეგმება.
“დაიწყოს ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას სანამ დროა”- ნათელაშვილი დიდ მიწისძვრას ელოდება
„ლეიბოისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბოლო პერიოდში მომხდარ მიწისძვრებს ეხმაურება: „საქართველოში პოლიტიკურ რყევებს მიწისძვრები ემატება.ყოველდღიურად ხდება სეისმური რყევები, ასეთ წუხელ კიდევ ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა,ხშირად მათი ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და განსაკუთრებით თბილისშია. მეცნიერეულად ცნობილია რომ დიდი მიწისძვრისათვის ეს მოვლენები არც თუ იშვიათად შესამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მთავრობა კვლავ ზეცაში იყურება. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გადამოწმდეს ის უამრავი ავარიული […]
ალექსი პეტრიაშვილი მზადაა, ივანიშვილის გუნდში დაბრუნდეს – “ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა“
მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოვადგე, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, მისი პოვნა არ გაუჭირდებათ. „მე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს. მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ვიყო და მზად ვარ, რომ […]
გუგული მაღრაძე – “ძალიან ნათლად ავუხსნით ხალხს, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭირონ მხარი, ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის”
საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შესახებ გუგული მაღრაძემ ასეთი განცხადება გააკეთა: “რაც არსებობს საარჩევნო კამპანიის ხერხები, გამოვიყენებთ ყველა ამ ხერხებს. არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდს, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებს ხოლმე პარტიულები. ეს არის – შეხვედრები, ეს არის ფლაერები, ეს არის მესიჯბოქსები, […]
სიმონ ნოზაძე – “ვინც ხმა პირველ ტურში ნაციონალებს მისცა, მეორე ტურში მათ მხარს აღარ დაუჭერს”
ვინ წარმოადგენს რუსულ გარემოცვას საქართველოში, ვინ არის კგბ-ს ნომენკლატურა იმ კანდიდატებიდან, ვინც 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობს? საქართველოს პარლამენტის წევრი, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სიმონ ნოზაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამ საკითხებზე საუბრობს. – ბატონო სიმონ, წინასაარჩევნო პერიოდიდან დამამახსოვრდა აუდიოჩანაწერში სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადებებზე ფეისბუქით თქვენი გამოხმაურება. რატომ განაწყენდით ალასანიაზე? – შეუძლებელია, ქართველმა კაცმა მოისმინოს ალასანიას […]
“ვაშაძე პირველივე ტურში გახდებოდა პრეზიდენტი, ამდენი გაყალბება რომ არ ყოფილიყო”
26 მაისის სისხლიანი სპეცოპერაცია “ქართულ ოცნებას” მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალებთან გამკლავება უჭირს. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე “ოცნებას” მართლაც შავად ჰქონდა საქმე და 26 მაისის დარბევის აქამდე უცნობი კადრები გაასაჯაროვეს. გვითხრეს, რომ ეს არის ნაცების ნამდვილი სახე, მაგრამ არ აუხსნიათ, თუ რატომ არ დასაჯეს აქამდე ამ საშინელების შემოქმედნი და არც იმაზე […]
გიორგი ვაშაძე ტელეიმედს – ”ჩემი ძმა ევგენი რეშეტნევად მონათლეთ, ეს არის თქვენი სიმართლე?”
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, ტელეკომპანია „იმედისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს. გუშინ „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე რუს კონსულტანტად, ევგენი რეშეტნევად მოიხსენიეს. „გუშინ, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბარი იყო ჩვენს ოფისში არსებობს კონსულტანტებზე და ჩემი ძმა – დავით ვაშაძე, რომელიც ჩემი ღვიძლი ძმაა, დედით, მამით, ბებიებით, ბაბუებით, […]










