სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში „ევროპული საქართველოს” წევრს, ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ლაზარვილს გუშინ ღამით ქუჩაში უცნობი პირები დაესხნენ თავს და პარტიის დატოვება მოსთხოვეს.
სიღნაღის პოლიციაში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესიკ ლაზარიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.