სალომე ზურაბიშვილს კახაბერ კობაივანოვმა და დიმიტრი ადამიამ 60.000-60.000 ლარი შესწირეს – სულ ზურაბიშვილმა სექტემბერში 332.243 ლარის შემოწირულება მიიღო

სალომე ზურაბიშვილს კახაბერ კობაივანოვმა და დიმიტრი ადამიამ 60.000-60.000 ლარი შესწირეს - სულ ზურაბიშვილმა სექტემბერში 332.243 ლარის შემოწირულება მიიღომმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შემომწირველების უმეტესობამ 30-30 თეთრი შესწირა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს სექტემბერში 30-30 თეთრი 80-ზე მეტმა კერძო პირმა გადაურიცხა. ერთ მოქალაქეს შეწირული აქვს 10 თეთრიც.

რაც შეეხება დანარჩენ შემომწირველებს, სალომე ზურაბიშვილის ყველაზე მსხვილი შემომწირველები კახაბერ კობაივანოვი, დიმიტრი ადამია, ვახტანგ ლაღიძე, დავით თოფურიძე და თემურ მაცაბერიძე არიან.

კობაივანოვს და ადამიას პრეზიდენტობის კანდიდატისთვის 60.000.0-60.000.0 ლარი, ლაღიძეს და თოფურიძეს – 50.000.0-50.000.0 ლარი, ხოლო მაცაბერიძეს – 30.000.0 ლარი აქვთ შეწირული.

300.0 ლარი აქვს შეწირული ვლადიმერ ჩიხლაძეს, 2.000.0 ლარი – ნიკოლოზ დალაქიშვილს, 1.000.0 ლარი – ნიკა ასვანუას, 1.500.0 ლარი – ენდი ხუციშვილს, 500.0 ლარი – ნანა ართილაყვას, 6.000.0 ლარი – თამარ ჩხეიძეს, 100.0 ლარი – ალი ბანძელაძეს.

სალომე ზურაბიშვილმა სექტემბერში ჯამში 332,243 ლარის შემოწირულება მიიღო. ზოგადად ყველა საარჩევნო სუბიექტმა ერთად კი – 930,012 ლარი.

ინტერპრესნიუსი