„ეს ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი“ – შალვა ნათელაშვილი ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებზე

„ეს ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი“ - შალვა ნათელაშვილი ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებზე“ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება.

„ის, რაც წუხელ საზოგადოებამ მოისმინა “რუსთავი 2”-ით ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი… დღეს უპრეცენდენტო ფაქტი უკვე უშუალოდ ნახა ხალხმა, ქვეყნის დეფაქტო მეთაური, სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი, როგორ სძალავს პირადად მილიონებს კონკრეტულ ბიზნესმენს, მაგრამ რაც არ ნახა და რაც მას ჩადენილი აქვს, ამის თაობაზე წინ გველოდება ძალიან საინტერესო გამოძიება,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს.